"კარგი რა, გეყოფა კრის, ხომ ხედავ დაგვაღამდა..."

image


ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი ანტონიო ხესუს გარსია გონსალესი, რომელსაც ტონიტოს სახელით ვიცნობთ, "სპორტინგში" კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ასპარეზობდა. ფორვარდთან ერთად, "სპორტინგის" რიგებში მან 25-ჯერ იასპარეზა და "მანჩესტერ იუნაიტედის", მადრიდის "რეალის", "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრის ვარსკვლავად ჩამოყალიბების პროცესს შეესწრო.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ "სპორტინგის" ვარჯიშებზე ყოველთვის უდიდეს გაკვირვებას იწვევდა.

მიმდინარე კვირას, ტონიტომ ყოველდღიურ იტალიურ სპორტულ გამოცემა "La Gazetta dello Sport"-ს ინტერვიუ მისცა. 41 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელმაც ლისაბონში 5 სეზონი დაჰყო, წარსული და კრიშტიანუ რონალდუს ადრეული ასაკი გაიხსენა. იმ დროისათვის, კრიშტიანუში უკვე ხედავდნენ უნიჭიერეს ფეხბურთელსა და მომავალ ვარსკვლავს.

"კრიშტიანუ ჯერ ბავშვი იყო, მაგრამ ადრეული ასაკიდანვე ისეთი შესანიშნავი თვისებებით იყო შემკული, როგორიც ახლა გააჩნია: მას არ აკლდა ამბიციურობა, მიზანდასახულობა, თავმდაბლობა და პროფესიონალიზმი. ამ ყველაფერს ზომაზე მეტადაც კი ფლობდა."

"ჩვენი კლუბის ვარჯიშებზე ის ყველას აოცებდა. ვეტერანები გაკვირვებული რჩებოდნენ, მე კი რონალდუს ვეუბნებოდი: "მშვიდად, ბევრი არ მოგივიდეს..."

"რონალდუ ვარჯიშებზე დამყავდა და სახლშიც მე მომყავდა, მაგრამ ვარჯიშის დასრულების შემდგომ, 1 საათი მოცდა მიწევდა ხოლმე."

"კრიშტიანუს სავარჯიშო კომპლექსისა და მოედნის დატოვება ეძნელებოდა, საერთოდ არ უნდოდა, რომ იქიდან წამოსულიყო."

"მე ძალიან კარგად მახსოვს დარბაზის ფანჯარაზე როგორ ვუბრახუნებდი და ვეუბნებოდი: "კარგი რა კრის, გეყოფა, დროა გაჩერდე, უკვე გვიანია და თავზე დაგვაღამდება..."
- ციტირებს იტალიური წყარო ტონიტოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ "სპორტინგის" წევრი 1997-2003 წლებში იყო. ამ დროისათვის, პორტუგალიელი მხოლოდ და მხოლოდ 17 წლისა იყო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა