"პატივისცემის გამო მაინც მართებს ესპანურის სწავლა"

image


ესპანურ რადიოსადგურ "Onda Cero"-ს პროგრამა "El Transistor"-თან საუბრისას, ჯონ ტოშაკმა მადრიდის "რეალში" გარეტ ბეილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მაშინ, როდესაც ტოშაკი უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, ჯერ კიდევ 17 წლის გარეტს შანსი მისცა ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა და სწორედ ამ დროს შედგა ბეილის დებიუტი საერთაშორისო სარბიელზე. ამ მომენტიდან მოყოლებული, ტოშაკი ბეილის პროგრესს ყურადღებით ადევნებდა თვალს.

"დიახ, ჯერ კიდევ 17 წლის იყო ბეილი, როდესაც ნაკრებში იასპარეზა. ის დიდებული მოთამაშეა, რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც სრულიად ჯანმრთელია და თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება."

"ბეილი ტრავმების უმრავლესობას უცნაურ გარემოებებში იღებს და ეს მეტად სპეციფიკური საკითხია."

"როდესაც საზღვარგარეთ იწყებ თამაშს, გუნდისა და გულშემატკივრების პატივისცემის გამო, აუცილებლად უნდა შეისწავლო იქაური ენა და შეძლო სათანადოდ მეტყველება. ბეილმა ეს უნდა მოიწადინოს და გააკეთოს."

"ის უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია, ვფიქრობ, რომ მართლაც ფენომენალურია, მაგრამ ტრავმებმა იგი დააბრკოლეს და კარიერაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა."
- ციტირებს ჯონ ტოშაკის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ ტოშაკი უელსის ეროვნულ ნაკრების სათავეში 1969–1980 წლებში იდგა. 69 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი ირანული "ტრაქტორ საზი" გახლდათ, რომელიც მან 2018 წელს დატოვა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა