ფლორენტინო პერესი: "ახალი ფორვარდის ყიდვა? ახლავე გეტყვით!"

image


მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა "სამეფო კლუბის" სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

"მე ყოველთვის დარწმუნებით გავიძახი, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს. მოგებული ტიტულებიც ამასვე მოწმობენ."

"ბოლო წლებში, მასმედიაში ხშირად ვკითხულობ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მადრიდის "რეალს" თითქოსდა ახალი ფორვარდი ესაჭიროება. მინდა გითხრათ, რომ რეალობა განსხვავებულია. "ლოს ბლანკოსს" კარიმ ბენზემას სახით უკვე ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი."

"ფულის მარტივად გაფლანგვას არ ვაპირებთ. ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ კლუბში ის ახალგაზრდები მოვიწვიოთ, რომელთაც ყველანაირი მონაცემები აქვთ გახდნენ მსოფლიოს ყველაზე ვარსკვლავოსანი ფეხბურთელები."

"ასეთი მოთამაშეებიდან ჩვენ უკვე გვყავს ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო. ისინი "Kopa Trophy"-ზეც იყვნენ წარდგენილნი. მათ ნათელი მომავალი აქვთ."
- ციტირებს 71 წლის ფლორენტინო პერესის სიტყვებს ფრანგული გამოცემა "France Football".

შეგახსენებთ, რომ "Kopa Trophy" ჯილდოა, რომელიც 21 წლამდე ფეხბურთელებს გადაეცემათ.

ბოლო პერიოდში, ყველაზე აქტიურად მადრიდის "რეალთან" ედენ აზარს აკავშირებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ფლორენტინო პერესის ეს სიტყვები სატრანსფერო ბაზარზე სრულ უმოქმედობას არ ნიშნავს და "რეალი" ზაფხულში "ჩელსის" ვინგერს მაინც დაიმატებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა