მარსელომ "იუვენტუსში" გადასვლის შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ მოიტყუა

image


მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა "იუვენტუსში" პოტენციური გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

" "იუვენტუსი" ? ის მართლაც დიდებული გუნდია. მაშინ, როდესაც "იუვენტუსში" ნედვედი ასპარეზობდა, ტურინული კლუბის თამაშებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. როგორღაც მოვახერხე და ნედვედს მაისურიც კი გავუცვალე."

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე კვლავ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელად ვრჩები, რადგანაც "ლოს ბლანკოსთან" კონტრაქტი მაკავშირებს. მე არ ვიცი საიდან მოდის ჩემი "იუვენტუსში" გადასვლის შესახებ აგორებული ჭორები. პატარა შეთანხმების მაგვარი ან მცირე მასშტაბის მოლაპარაკებებიც რომ ყოფილიყო, ყველაფერს გავასაჯაროვებდი."

"რაც შეეხება რონალდუს, "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვამდე, ჩვენ ერთად ვივარჯიშეთ და მაშინ პორტუგალიელმა მითხრა, რომ მადრიდის "რეალს" დატოვებდა. ასე რომ, დიახ, რონალდუმ ეს ამბავი მატჩის დაწყებამდე მაცნობა და მე თქვენთან საუბრისას ტყუილის თქმა მომიწია."
- ციტირებს 30 წლის მარსელოს სიტყვებს ესპანური ტელეარხი "Esporte Interativo".

შეგახსენებთ, რომ მარსელოს სახელს "იუვენტუსთან" უკვე დიდი ხანია რაც აკავშირებდნენ და ხმები იმის თაობაზეც ვრცელდებოდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს სურდა ბრაზილიელის გადაბირება და მასთან ერთად ტურინულ კლუბში თამაში.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა