ივან რაკიტიჩმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მესის ნაცვლად მადრიდის "რეალის" წევრი დაასახელა

image


„ბარსელონას“ ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩია.

წელს, რუსეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში სწორედ რაკიტიჩი და მოდრიჩი ბრწყინავდნენ. მათ უმნიშვნელოვანესი როლების შეთავსება მოუწიათ. შედეგად, გუნდმა ტურნირის ფინალში შეძლო გასვლა, სადაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რასაც „უეფას“ კიდევ ორი ჯილდო შესძინა - ლუკამ წლის საუკეთესო ნახევარმცველისა და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. ახლა, მოდრიჩი „ფიფას“ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეა წარდგენილი.

თუმცაღა, კრიშტიანუ რონალდუს პირადმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მოდრიჩი რონალდუს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, რის გამოც, "უეფას" მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამარცხვინოდ მიიჩნია. „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმაც განაცხადა, რომ რონალდუ პრიზის ვერ მოგებით ფრიად განრისხებული და ნაწყენი დარჩა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ივან რაკიტიჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ლუკა მოდრიჩი ახლა „ლა ლიგის“ მთავარი მოქმედი ფიგურაა, იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენ, ხორვატები ვამაყობთ მისით. მინდა, რომ „ოქროს ბურთის“ ჯილდოც აღმართოს, რადგან ამ უკანასკნელს ნამდვილად იმსახურებს.“

„ვისაც ლუკა მოდრიჩის შურს, დაე, თავ-თავიანთმა შურმა შეჭამოს! ძალიან ვამაყობ მოდრიჩით და ისევე გამიხარდა მისი წარმატება, თითქოს ჩემი საკუთარი ყოფილიყოს.“

„უკვე 11 წელია, რაც ორივენი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ და ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ. მე ის ძმასავით მიყვარს. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მას რომ განსხვავებული პოზიცია დაეკავებინა, ნამდვილად არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცეოდი.“ - ციტირებს 30 წლის ხორვატი ფეხბურთელის ივან რაკიტიჩის სიტყვებს “Reali.Ge”.

შეგახსენებთ, რომ „ფიფას“ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა