მარსელოს კომენტარი "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლის თაობაზე

image


ახლახანს, მარსელომ მადრიდის „რეალის“ ტელევიზიასთან თავისი სამომავლო გეგმებისა და ბრაზილიელი თანაგუნდელის ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. მცველი იმ სპეკულაციებსაც შეეხო, რომელთა მიხედვითაც, ტურინული კლუბი მარსელოთი იყო დაინტერესებული და ბრაზილიელი ფეხბურთელიც თითქოსდა "იუვენტუსში" აპირებდა გადასვლას.

აი, რა განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა:

„მე მადრიდის „რეალში“ ძალიან ბედნიერი ვარ. გულშემატკივრებმა მშვენივრად იციან რა სიტუაციაშიც ვიმყოფები. ჩემი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" ჯერ-ჯერობით არ იწურება, კიდევ მრავალი წელი იქნება ძალაში, თავს ბედნიერად ვგრძნობ. მადრიდის „რეალს“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად მივიჩნევ და ბუნებრივია, რომ სწორედ ასეთ გუნდში თუ ვისურვებდი დარჩენასა და ასპარეზობას."

„კარგია, რომ ამ საკითხს შევეხეთ. მას შემდგომ, რაც „სამეფო კლუბში“ დავიწყე თამაში, სხვადასხვა ტიპის ჭორები არ ცხრება. რთულად თუ დააჯერებ ხალხს, რომ მართლაც გიხარია იმ ადგილას ყოფნა, სადაც ხარ, რომ მადრიდის „რეალი“ მართლაც ის გუნდია, სადაც გინდა რომ ითამაშო, მაგრამ ასეა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში სათამაშოდ ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯები და თავს არ დავზოგავ.“

მარსელოს თავის ასაკზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ბრაზილიელმა ასეთი პასუხი გასცა:

„მინდა, რომ მადრიდის „რეალში“ რაც შეიძლება დიდი ხანი ვიასპარეზო. საკუთარ თავს უფრო მეტად გავუფრთხილდები და მოვუვლი, ვიდრე 18 წლის ასაკში, რაღა თქმა უნდა ვაცნობიერებ, რომ სხვა ფეხბურთელებიც ასე იქცევიან.“

მარსელომ ვინისიუსის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ვინისიუსი ჯერ ბავშვია. როდესაც მადრიდის „რეალში“ დავიწყე თამაში, 19 წლის ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მომწიფებული ვიყავი, მაგრამ ამ გადასახედიდან ცხადია, რომ ბავშვი ვიყავი. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ უკეთეს რჩევებს ვერავისგან მოისმენს. ვინისიუსს სერხიო რამოსი და კაზემიროც ესაუბრებიან ხოლმე. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ იგი მადრიდის „რეალში“ ძალიან წარმატებული იქნება, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა.“

“მესმის, რომ მსოფლიოს წარმატებულ სპორტსმენებს მრავალი გულშემატკივარი ჰყავთ. ხალხი სოციალური მედიის მეშვეობით ეცნობა ათლეტების პიროვნებასა და ცხოვრებას, მაგრამ ხშირად მრავალ ნონსენსსაც გადააწყდებით. ვრცელდება ჭორები, რომელთა ქვეშაც ბევრი რამ იმალება. ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც თავის შეხედულებას წერს და იგონებს გაუგონარ და არ არსებულ ამბებს. მრავალი სისულელე მინახავს სოციალურ ქსელში."

"მე ვინისიუსს ვგავარ, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს 18 წლის ვიყო. დიახ, მე კარიერის დასრულებას მადრიდის „რეალში" ვაპირებ.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველის ბრაზილიელი მარსელოს სიტყვებს "Reali.Ge".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა