უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია აზარის "რეალში" ტრანსფერის შესახებ - ნახეთ რას ამბობს იგი

image


"ჩელსის" ვარსკვლავი ედენ აზარი გვპირდება, რომ თავის სამომავლო გეგმებს სულ მალე გაგვაცნობს.

ბელგიელი ვინგერის ხილვა მადრიდის "რეალში" უკვე დიდი ხანია სურთ და როგორც ჩანს, ტრანსფერი ზაფხულში საბოლოოდ მაინც განხორციელდება.

ცოტა ხნის წინ, აზარმა განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მან იცის თუ სად განაგრძობს კარიერას, თუმცაღა, აღნიშნულის საჯაროდ განსაცხადებლად შესაბამის და სწორ მომენტს ელის.

"ჯერ-ჯერობით "ჩელსიში" ვთამაშობ - ეს ერთადერთია, რაზეც ვფიქრობ და რაზედაც ვარ კონცენტრირებული."

"თუ სწორად მახსოვს, კონტრაქტში წელიწად-ნახევარი კიდევ დამრჩა, მაგრამ ეს თქვენ ისედაც მშვენივრად მოგეხსენებათ."

"ცოტა ხანში მე ჩემს გადაწყვეტილებას გაცნობებთ, თქვენ მას აუცილებლად შეიტყობთ, მაგრამ რაც არ უნდა ვთქვა, ეს ჩემს განწყობაზე არ აისახება."

"ამ ყველაფერზე ვფიქრობ, მაგრამ თავი ზედმეტი აზრებით გამოტენილი არ მაქვს. როდესაც მოედანზე ვარ, მხოლოდ და მხოლოდ სოლიდურ ასპარეზობაზე ვარ გადართული."

"ვნახოთ რა იქნება მომავალში. როდის გავასაჯაროვებ ინფორმაციას ჩემს მომავალზე? მე არ ვიცი, დრო გვიჩვენებს. სათანადო მომენტს ველი."
- ციტირებს ფრანგულენოვანი გამოცემა "RMC Sport" 28 წლის ედენ აზარის სიტყვებს.

ვეჭვობთ, ედენ აზარი "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას რომ გეგმავდეს, ამდენ კითხვის ნიშანს არ დაგვიტოვებდა და არც ამხელა ანონსი დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, იგი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა