კურტუა: " "რეალის" ფეხბურთელები მეხუმრებიან და "ატლეტიკოს" დამარცხებას მახსენებენ"

image


მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა მეკარე ტიბო კურტუამ ახალ გუნდში თავისი ადაპტაციის პროცესის შესახებ ისაუბრა:

„ახალ გუნდში გატარებული პირველი დღეები ყოველთვის ქაოტური და სპეციფიკურია. სამედიცინო გამოკვლევები, პრეზენტაციები და სხვა პროცედურები შრომატევადია. ასეთ მომენტებში აცნობიერებ, თუ რაოდენ დიდებულ კლუბში მოხვდი.“

„რაღა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით კი იმ ფაქტით, რომ ყოველდღე შემიძლია ჩემი შვილების ნახვა. მართალია, ჩემი 16 თვის ბიჭი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ყველაფერს ვერ აცნობიერებს, მაგრამ მაინც!“

„როგორი დამოკიდებულებაა ჩემსა და თანაგუნდელებს შორის? დიახ, მათთან ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები გამუდმებით მეხუმრებიან და 2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ „ატლეტიკოს“ კარს ვიცავდი, 1:4 ანგარიშით დამარცხებას რეგულარულად მახსენებენ.“ - ციტირებს ტიბო კურტუას სიტყვებს "Reali.Ge".

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას „ჩელსიდან“ „რეალში“ ტრანსფერი ამა წლის აგვისტოს განხორციელდა. ჯერ-ჯერობით, გოლკიპერმა ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 1 მატჩში, "ლეგანესის" წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც "სამეფო გუნდის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:1.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა