Food Tips and Chef's Answers


"რეალის" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ლიონელ მესის სიტყვებს გამოეხმაურა

image


ცოტა ხნის წინ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ მადრიდის „რეალი“ დაასუსტა.

„ლოს ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა გადაწყვიტა „ბარსელონას“ ფორვარდის სიტყვებს გამოხმაურებოდა და მესის შეხედულებაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„მადრიდის „რეალში" ამჟამად მოასპარეზე ფეხბურთელებში ეჭვის შეტანა დიდი შეცდომა იქნება. ყველა ფეხბურთელი მიყვარს, ვინც "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში თამაშობს. იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გავხდი, "ლოს ბლანკოსის" თითოეული ფეხბურთელი თავდაუზოგავად შრომობს და მათი გარჯით მე აღფრთოვანებული ვარ. მათგან მეტს ნამდვილად არ ვითხოვ."

ესპანელმა სპეციალისტმა "რეალის" ბრაზილიელი ახალბედას ვინისიუს ჟუნიორის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ამჟამად „კასტილიას" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობს:

„ის, რაც ვინისიუს ჟუნიორში ყველაზე მეტად მომწონს, არის მისი ბრწყინვალე მენტალიტეტი და აზროვნების წესი. სწავლისა და ზრდისთვის იგი ყოველთვის მზადაა. რასაც ვთხოვთ, ყველაფერი სწორად ესმის და დიდი ენთუზიაზმით აკეთებს. მას შემდგომ, რაც მადრიდში ჩამოვიდა, შეტევის სტილი შეცვალა. ამჟამად იგი მარცხენა ფლანგზე თამაშობს და მისთვის ბოძებულ ბუნებრივ შესაძლებლობებს შესანიშნავად იყენებს. იგი თავს კარგად გრძნობს. ვინისიუსის მადრიდის "რეალის" ძირითად გუნდში გამოჩენა მხოლოდ დროის ამბავია.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს "Reali.Ge".

წყარო: ესპანური რადიო სადგური "Onda Cero".




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება