არის! ნახეთ რა თქვა მაურიციო სარიმ ედენ აზარის "რეალში" ტრანსფერის შესახებ

image


"ჩელსის" თავკაც მაურიციო სარის ბელგიელი ედენ აზარის შესახებ კიდევ ერთხელ მოუწია საუბარი. როგორც მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს მადრიდის "რეალთან" უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად აკავშირებენ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აზარის ტრანსფერის რეალურად განხორციელების ალბათობა უკვე ძალიან მაღალია.

"ედენ აზარი უკვე 28 წლისაა. თუკი მას "ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს, მაშინ ასეც უნდა მოიქცეს."

"რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს, მაგრამ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავადვე მოუწევს."

"მივიჩნევ, რომ მას აქვს პოტენციალი გახდეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი." - ასეთი გახლდათ მაურიციო სარის კომენტარი ვინგერის "სამეფო კლუბში" პოტენციური ტრანსფერის თაობაზე.

აქვე გეტყვით, რომ აზარის კონტრაქტი "ლურჯებთან" 2020 წელს იწურება. მას ახალ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და არც მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივებია.

აშკარაა, რომ აზარი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მას მართლაც გამორჩეული პერიოდი რომ უდგას, ეს გასულ ზაფხულს, რუსეთში გამართულ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც დადასტურდა.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, დიდი სიხშირით ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აზარის "ლოს ბლანკოსში" შესაძლო ტრანსფერის თაობაზე, თანაც ამაზე არაერთი პრესტიჟული გამოცემა საუბრობს, რომელთა შორის უნდა მოვიაზროთ ბრიტანული გამოცემები "ESPN" და "SkySports".

მაღალი ალბათობით, აზარს ზაფხულში უკვე მადრიდის "რეალში" ვიხილავთ. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. აღნიშნულს თავად აზარის სიტყვებიც გვაფიქრებინებს. მან არაერთხელ გამოხატა "ლა ლიგაში" ასპარეზობის სურვილი.

ცოტა ხნის წინ, ედენს ჰკითხეს ისურვებდა თუ არა "რეალში" თამაშს და მისი პასუხი ასეთი იყო: "მადრიდის "რეალი" ? ვის არ სურს "ბერნაბეუზე" თამაში?!"

ფლორენტინო პერესის თაოსნობით, მადრიდის "რეალის" მენეჯმენტი კლუბის შემადგენლობის ძირფესვიან გარდაქმნას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს და მისი უპირველესი სამიზნე სწორედ ედენ აზარია.

ბელგიელთან დაახლოებული წყაროები, რომლებიც ლონდონში იმყოფებიან, გვაუწყებენ, რომ უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ედენი "ჩელსისთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, სწორედ "ლოს ბლანკოსში" გადასვლის სურვილია.

ინფორმაციის წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა