სერხიო რამოსის ინტერვიუ "ლეგანესის" დამარცხების შემდგომ

image


შაბათს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდის „რეალმა“ „ლეგანესს“ უმასპინძლა და მეტოქე 4:1 ანგარიშით დაამარცხა.

მატჩში სერხიო რამოსმა მორიგი პენალტი გაიტანა და საერთო ჯამში, მადრიდის „რეალი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა.

აი, რა განაცხადა მატჩის შემდგომ „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა:

„მატჩისათვის სწორად მოვემზადეთ და ასეთივე მართებული მიდგომით შევუდექით ასპარეზობას. მთელი კვირა გვქონდა თავისუფალი იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე საფუძვლიანად შეგვესწავლა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო და „რეალმა“ გამორჩეული პერფორმანსი აჩვენა. ბევრი რამ გავაკეთეთ მართებულად და მატჩის მსვლელობისას, სადავეები ხელთ ვიგდეთ. რაც შეეხება გოლების სიუხვეს, ეს მადრიდის „რეალისათვის“ ძალიან კარგის მომასწავებელია, დაე, ასევე გაგრძელდეს!“

„სეზონი ძალიან გრძელია და მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ფოკუსირებული და კონცენტრირებული ვიყოთ. ჩვენ მთავარ მწვრთნელს უნდა ვენდოთ და როცა დავჭირდებით, მის გვერდით დავდგეთ. დღევანდელ შეხვედრაში ვიხილეთ, რომ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები თავდაუზოგავად და შეუპოვრად იბრძოდნენ, მათ სწორედ ის სულისკვეთება გამოამჟღავნეს, რასაც მადრიდის „რეალის“ ემბლემა განასახიერებს. მთავარი ისაა, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული მატჩისათვის შესაბამისად მოვემზადოთ და ქულების შეგროვება განვაგრძოთ."

„კრიშტიანუ რონალდუს შემდგომ, მე პენალტების მეორე შემსრულებელი ვიყავი, ახლა კი მისი როლი შევითავსე. მიხარია, რომ გუნდს გოლებით ვეხმარები. ვიცი, რომ თუკი პენალტების გატანას განვაგრძობ, ბენზემას არაფერი ექნება საწინააღმდეგო.“

„ყოველთვის ვამბობთ, რომ მადრიდის „რეალი“ თავის თავში ბრწყინვალე ფეხბურთელებს აერთიანებს. კურტუა მსოფლიო დონის გოლკიპერია, რაც თავის კარიერაში, მრავალი წლის განმავლობაში, არაერთხელ დაუმოწმებია. თუმცა, ამით არც კეილორ ნავასის წლების მანძილზე გაღებული კონტრიბუცია არ უნდა დავჩრდილოთ, მან ბევრი რამ გააკეთა მადრიდის "რეალისათვის". გუნდში არსებული კონკურენცია კარგია, ეს ჩვენ ერთობას უფრო ანმტკიცებს და აღნიშნულ ასპექტს მხოლოდ დადებითი რეზულტატი თუ მოაქვს. როდესაც მთავარ მწვრთნელს გადაწყვეტილებების მიღება უძნელდება, ეს სასარგებლო და პოზიტიური მომენტია. მიმდინარე სეზონში, ჩვენ ყველას საკმარისი სათამაშო დრო და შესაძლებლობები მოგვეცემა.“

“ვიდეო განმეორების გამო, გოლის გატანა ვეღარ ვიზეიმეთ, მაგრამ რაც უფრო მეტ ტექნოლოგიას გამოვიყენებთ უკეთესი იქნება, ეს ყველას დაეხმარება. გოლი არ ჩაითვალა და ვიდეო რეფერიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, კარგია რომ ასე მოხდა. აღნიშნული ტექნოლოგიის გამო, წარსულშიც დავზიანებულვართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი გამოყენებით პროცესში ჩართული ყველა პირის ინტერესი იქნება დაცული და საერთო ფონი გაუმჯობესდება.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ კაპიტნის სიტყვებს “Reali.Ge".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა