"ჩემი შვილი გულით მადრიდისტაა და "რეალში" დაბრუნდება"

image


მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის სამომავლო გეგმები ჯერ კიდევ გაურკვეველია. მისი მამის ხუან კარლოს რესტრეპოს თქმით, არ არის გამორიცხული, რომ როდრიგესი კვლავ მადრიდში ვიხილოთ.

როგორც იცით, ხამესი "ბაიერნში" იჯარის წესებით თამაშობს, მაგრამ ხელშეკრულებას ვადა ამ ზაფხულს გასდის. იმ შემთხვევაში, თუკი გერმანული გრანდი ყიდვის ალტერნატივას არ გამოიყენებს, კოლუმბიელი ფეხბურთელი შესაძლოა, რომ კვლავ მადრიდის "რეალის" რიგებს დაუბრუნდეს.

"მიუნხენის "ბაიერნში" ხამესი თავს კომფორტულად გრძნობს. მენტალურად და ფიზიკურად მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება."

"მადრიდის "რეალი" მას ძალიან უყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, კარიერის ალტერნატიული კურსით განვითარება მოუწია."

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ლოს ბლანკოსში" თავს ცუდად გრძნობდა ან კლუბი არ უყვარს, პირიქით, "სამეფო გუნდთან" მას საუკეთესო მოგონებები და შეუდარებელი მომენტები აკავშირებს."

"მინდა გითხრათ, რომ ხამესი გულით მადრიდისტაა და ამ ფონზე, მოსალოდნელიც კია, რომ ისევ "რეალში" ითამაშოს. არ გამოვრიცხავ, რომ "სამეფო გუნდის" სიყვარულმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს და იგი კვლავ "თეთრების" რიგებს დაუბრუნდეს."

"ფეხბურთელის უფლებები მადრიდის "რეალის" ხელშია. თუკი ხამესი კარგად თამაშს განაგრძობს, რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია, რომ მან ესპანეთის დედაქალაქში ახალი თავგადასავალი წამოიწყოს." - ციტირებს ესპანური სპორტული გამოცემა "Marca" ხამეს როდრიგესის მამის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალს" 2014 წელს შემოუერთდა, მიუნხენის "ბაიერნს" კი 2017 წელს მიაშურა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა