ნეიმარი მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

image


"პ.ს.ჟ."-ს სუპერვარსკვლავის ნეიმარის ირგვლივ სპეკულაციები არ წყდება. "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის სახელს მადრიდის "რეალთან" კვლავ აქტიურად აკავშირებენ და მის "ლა ლიგაში" დაბრუნებას ვარაუდობენ.

"ახლახანს, Canal+"-სთან მიცემულ ინტერვიუში, 26 წლის ფორვარდი სხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად, აღნიშნულ თემასაც გამოეხმაურა.

"ჩემს შესახებ ათასგვარი ხმები ვრცელდება. ამბობენ, რომ თითქოსდა "პ.ს.ჟ." მალე უნდა დავტოვო და სხვა კლუბში წავიდე, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არსებითი არ ხდება."

"თუკი ჩემს წინ რაიმე რეალური და კონკრეტული ალტერნატივა მართლაც აღმოჩნდება, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებ და პუბლიკას მოვახსენებ."

"ვიცი, რომ ჩემს შესახებ ბევრ ცუდ ამბებსაც წერენ. ცოტა სიგიჟე კი მეტყობა, მაგრამ სულელი და უჭკუო არ ვარ."

"დიდებული ათლეტი ვარ და თუკი ჩემზე სხვადასხვა არასასურველ ხმებს ავრცელებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მე საუკეთესოთა შორის ვარ. როგორც ვიცით, ასეთი ფიგურები ცილისწამებისა და ცრუ კრიტიკის ობიექტები ყველაზე ხშირად ხდებიან." - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს ესპანური გამოცემა "Marca".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მადრიდის "რეალში" გადასვლის ალტერნატივა ნეიმარის თანაგუნდელმა მბაპემაც შეაფასა - იხილეთ სტატია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

სტუმარი ნიკა
სტუმარი ნიკა 22 იანვარი 2019 22:36
"თუკი ჩემს წინ რაიმე რეალური და კონკრეტული ალტერნატივა მართლაც აღმოჩნდება, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებ და პუბლიკას მოვახსენებ."

"ვიცი, რომ ჩემს შესახებ ბევრ ცუდ ამბებსაც წერენ. ცოტა სიგიჟე კი მეტყობა, მაგრამ სულელი და უჭკუო არ ვარ." ფართი შოპი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა