Food Tips and Chef's Answers


ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუსა და მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა

image


ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა მადრიდის "რეალისა" და კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ ისაუბრა.

თქვენთვის კრიშტიანუ რონალდუს მიერ მადრიდის "რეალის" დატოვება და "იუვენტუსში" გადასვლა მოულოდნელი იყო?

"ეს ამბავი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ის ნამდვილი ჩემპიონია და მესმის მისი სურვილი შეცვალოს გარკვეული მოცემულობა და ახალი გამოწვევები გამოძებნოს. როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ერთ ადგილას ხარ, ახალ და განსხვავებულ გამოწვევებთან შეჭიდების სურვილი და მოტივაცია გიჩნდება."

გული გწყდებათ, რომ "იუვენტუსი" დატოვეთ და მასთან ერთად ვერ ითამაშეთ?

"ძალიან კარგი იქნებოდა, ერთად თამაშის შანსი რომ მოგვცემოდა. მასთან ყოფნა გაუმჯობესებს, თუმცა "პ.ს.ჟ."-ში ნეიმართან, მბაპესთან, ტიაგო სილვასა და მარკო ვერატისთან ერთად ვარ, ასე რომ, საწუწუნო არაფერი მაქვს, ეს დიდებული ფეხბურთელებიც იმავეს მაგრძნობინებენ და უკეთესი ვხდები."

რას ფიქრობთ მადრიდის "რეალის" შესახებ, წელს ჩემპიონთა ლიგაზე შანსი კიდევ აქვთ?

"როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატ გუნდებს ჩამოვთვლით, შეუძლებელია, რომ სიის სათავეში მადრიდის "რეალის" სახელმა არ გაიჟღეროს. "ლოს ბლანკოსი" ყოველთვის წამყვანი კლუბი იყო. არ ვიცი შეძლებენ თუ არა წელსაც ტიტულის მოგებას, მაგრამ თუ ეს შეძლეს, უბრალოდ დაუჯერებელი იქნება. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ "სამეფო კლუბი" მარტივად არ უნდა ჩამოწერო და ყოველთვის მხედველობაში უნდა გყავდეს."

მადრიდის "რეალს" ახლა ტიბო კურტუა და კეილორ ნავასი ჰყავს. როგორ ხდება ისე, რომ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგას სამჯერ იგებ, შემდგომ კი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდები?

"კეილორ ნავასთან დაკავშირებული სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ კურტუაც შესანიშნავი მეკარეა. მას არაერთი წარმატებული წელიწადი ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი. ისეთ კლუბს, როგორიც მადრიდის "რეალია", აუცილებელია ჰყავდეს 2 უმაღლესი დონის გოლკიპერი და ამ მხრივ, ისინი კარგ მდგომარეობაში არიან." - ციტირებს 40 წლის ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებს ესპანური გამოცემა "Marca".




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება