სოლარი: "სერიოზული პერფორმანსი იყო"

image


სტუმრად „ბენიტო ვილიამარინის“ მოედანზე, „ბეტისის“ 2:1 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ ვართ ის, ვინც ვართ და ძალიან სერიოზული პერფორმანსი ვაჩვენეთ. ამაზე მინდა ფოკუსირება. მთავარი ისაა, რომ 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ და სატურნირო ცხრილში სხვაობა შევამცირეთ. ჩვენ ყველანი მადრიდის „რეალს“ ვეკუთვნით - აქედან ზოგს უწევს თამაში, ზოგს კი არა. გამორიცხულია, არავითარი პიროვნული დაპირისპირება არავისთან არ მაქვს. თქვენვე ხედავთ შემადგენლობას და ყველას შეუძლია თამაში.“

„ახალგაზრდა ფეხბურთელების კონტრიბუცია უნდა დავაფასოთ. ბრაჰიმის, ვალვერდეს, რეგილონისა და ვინისიუსის მსგავსი მოთამაშეებისთვის ეს გამოწვევა მარტივი არ არის. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და კლუბისთვის კარგი ამბავია, რომ საქმისთვის მზად არიან.“

„რაც შეეხება 3 ცენტრალურ მცველს, სპეციფიკური გადაწყვეტილებები კონკრეტული სიტუაციების შესაბამისად მიიღება. გუნდში ბევრი პრობლემა გვაქვს, ბევრი მოთამაშე დაშავდა, მათ შორის თავდამსხმელებიც და ცალკეული ალტერნატივების გამოყენება თამაშის მოსაგებად გამართლებულია.“

„ბენზემას თითი მოტყდა. კარგია, რომ ხელი დაუზიანდა და არა ფეხი, ის ნამდვილად გვჭირდება და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.“

„დანი სებალოსს მადრიდის „რეალის“ ფერები გულზე აქვს ამოტვიფრული. ემოციების სიჭარბე ბუნებრივია. ამაშია ფეხბურთის განსაკუთრებულობა. ეს ნორმალურია, ყოფილი ფეხბურთელი ყოველთვის უფრთხის თავის ძველ კლუბს. ამჯერად საპირისპირო მოხდა და სიტუაციამ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავა.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდი არგენტინელი სპეციალისტის სანტიაგო სოლარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში, მადრიდის „რეალი“ მე-4 პოზიციაზე იმყოფება და „ბარსელონას“ 10 ქულით ჩამორჩება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა