"კანალესი თამაშგარეშია, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო"

image


"ლა ლიგის" მე-19 ტურის ფარგლებში, მადრიდის "რეალმა" როგორღაც შეძლო და "ბეტისს" 1:2 ანგარიშით სძლია.

მატჩის 68-ე წუთზე, "ბეტისმა" ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ჯოვანი ლო სელსოს პასი სერხიო კანალესმა შესანიშნავად გამოიყენა და კეილორ ნავასს აჯობა.

კანალესის გოლის ირგვლივ შეკითხვები იმწამსვე გაჩნდა და საქმეში "VAR"-იც ჩაერთო, რათა დაედგინა, იმყოფებოდა თუ არა "ბეტისის" ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში. საბოლოოდ, ვიდეო განმეორების ხილვის შემდგომ, ჯიხურში მყოფმა მსაჯებმა გოლი ჩათვალეს.

თუმცაღა, ესპანური გამოცემის "Marca"-ს მსაჯობის ექსპერტი ანდუხარ ოლივერი თვლის, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"გუშინდელი თამაშიდან, ჩვენ გვაქვს კონკრეტული და ზუსტი კადრები აღნიშნული მომენტისა, რომლებითაც ვრწმუნდებით, რომ კანალესი "რეალის" დაცვაზე 1-2 სანტიმეტრით წინაა. ვადასტურებ, რომ ლო სელსოს მიერ პასის გაკეთებისას, სერხიო კანალესი თამაშგარე მდგომარეობაშია, შესაბამისად, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო."

"მთავარი არბიტრის გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ "VAR"-ს შეუძლია და სწორედ ამ უკანასკნელის პრეროგატივაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ამისდა მიუხედავად, შეხვედრის მთავარი მსაჯი ალეხანდრო ხოსე ჰერნანდეს ჰერნანდესი საეჭვო მომენტით თავად უნდა დაინტერესებულიყო და ჩანაწერი თვითონვე უნდა გადაემოწმებინა." - განუცხადა ანდუხარ ოლივერმა "Radio Marca"-ს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა