გაირკვა მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ დატოვა ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალი"

image


მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა, რომელიც "სამეფო კლუბს" 2006-2009 წლებში ედგა სათავეში, დაასახელა ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიღო ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალის" დატოვების გადაწყვეტილება კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ.

"ზინედინ ზიდანს გარეტ ბეილის გაყიდვა მტკიცედ ჰქონდა განზრახული და ამას ცდილობდა კიდევაც. მას მადრიდის "რეალში" მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს დატოვება უნდოდა."

"ფრანგ მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებში დამოუკიდებლობა და თავისუფლება სურდა. ზიდანს უნდოდა, რომ გადაწყვეტილებები თავად მიეღო და შეზღუდული არ ყოფილიყო."

"ზიდანის ეს სურვილი ფლორენტინო პერესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ საკითხში პერესმა ზიდანს ვერ გაუგო და სწორედ ამავე პრობლემის ფონზე, ზიდანმა "რეალიდან" წასვლა გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ზიდანი სწორადაც მოიქცა." - ციტირებს კალდერონის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS."

ფლორენტინო პერესის მიერ გარეტ ბეილში უზარმაზარი თანხის გადახდის გადაწყვეტილებამ ჯერ-ჯერობით ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონში, "ლა ლიგის" გათამაშების 15 მატჩში, უელსელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი მადრიდის "რეალში" 2016-2018 წლებში მუშაობდა და "სამეფო კლუბთან" ერთად, სხვა არაერთ ტიტულს ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგაც შესძინა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა