ჟოზე მოურინიო პერესის მხრიდან ინტერესსა და "რეალში" შესაძლო დაბრუნებას ეხმიანება

image


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პორტუგალიურ პრესასთან ისაუბრა და მისი ერთობ საინტერესო პერსონის ირგვლივ გაჩენილი კითხვების ირგვლივ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, სპეციალისტის სახელს მადრიდის "რეალთან" და "ბენფიკასთან" აქტიურად აკავშირებენ, მაგრამ როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიო პორტუგალიაში დაბრუნებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს.

"დღესდღეობით, მე პორტუგალიაში დაბრუნებას არ ვაპირებ. ამ მომენტისათვის, "ბენფიკის" თავკაცობის ალტერნატივას საერთოდ არ განვიხილავ. მადრიდის "რეალში" ან "ინტერში" დაბრუნება ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. მე ამას თქვენ გეუბნებით, მაგრამ მოლაპარაკებებს ჯერ-ჯერობით არცერთ მხარესთან არ ვაწარმოებ."

"როდესაც მთავარი მწვრთნელი ან ფეხბურთელი ყოფილ კლუბს უბრუნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ გუნდთან ერთად რაღაც დადებითი გაუკეთებია. აი, ამას ვგრძნობდი, როდესაც "ჩელსიში" დავბრუნდი. როდესაც პროფესიონალი ბრუნდება ან თუ მას კლუბში დასაბრუნებლად კვლავ ეპატიჟებიან, ეს უდიდესი პატივია. თუკი შენით ინტერესდებიან, ესე იგი რაღაცას წარმოადგენ და მათთვის ღირებული ხარ."

"ახლა მე საკმარისი დრო და შესაძლებლობა მეძლევა იმისათვის, რომ მოვდუნდე, მოვლენების განვითარებას დაველოდო, საკუთარი თავი გავაკრიტიკო და მშვიდად გავაანალიზო ყველაფერი, რაც გასული წლების განმავლობაში გამოვიარე. ეს ყველაფერი მშვენიერი შანსია იმისათვის, რომ ჩემი კარიერის მომდევნო ეტაპისათვის სათანადოდ მოვემზადო." - ციტირებს 55 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს პორტუგალიური გამოცემა "Correio de Manha TV" და ესპანური წყარო "Football-Espana".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფლორენტინო პერესი ჟოზეს "სამეფო კლუბში" ეპატიჟება და პორტუგალიელისთვის წელიწადში 15 მილიონი ევროს გადახდასა და სატრანსფერო ბაზარზე სრული თავისუფლების მინიჭებას გეგმავს - იხილეთ სტატია აღნიშნულის თაობაზე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა