კეილორ ნავასის განცხადება თუ როდის და რა შემთხვევაში დატოვებს იგი მადრიდის "რეალს"

image


მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასმა იმ ჭორებს უპასუხა, რომელთა მიხედვითაც, კოსტა-რიკელი "სანტიაგო ბერნაბეუს" თითქოსდა სულ მალე დატოვებს.

"იმ დღეს, როდესაც მივხვდები, რომ მადრიდის "რეალის" სასტარტო შემადგენლობაში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად ვეღარ ვიბრძვი, ძალები აღარ მყოფნის და არაფერი გამომდის, სწორედ მაშინ დავტოვებ გუნდს. ყოველთვის იმისთვის ვიღვწოდი, რომ რაც შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში მეთამაშა. მე თავდაუზოგავ ვარჯიშს განვაგრძობ და ჩემთვის მოცემულ შანსებს დაველოდები."

"რაც შეეხება კურტუას ტრავმას, მხოლოდ მთავარმა მწვრთნელმა იცის სიტუაციის სიმძიმე. მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ სოლარის ჩემი იმედი ნამდვილად შეუძლია ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარი ერთიანობის შენარჩუნებაა."

"მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ. როდესაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემათ, ბოლომდე უნდა დაიხარჯონ. "ლოს ბლანკოსში" ჩემ თავს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვხედავ და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია." - ციტირებს 32 წლის კეილორ ნავასის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS" და "Football-Espana".

შეგახსენებთ, რომ ლათინო-ამერიკელი გოლკიპერი "ლევანტედან" მადრიდის "რეალში" 2014 წელს გადმოვიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, "თეთრების" შემადგენლობაში, ნავასმა 150 მატჩი ჩაატარა და 146 გოლი გაუშვა. მადრიდის "რეალთან" იგი გახდა ჩემპიონთა ლიგის 3-გზის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 4-გზის, "უეფას" სუპერთასის 3-გზის, ესპანეთის ჩემპიონატისა და სუპერთასის ერთგზის გამარჯვებული.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში, კოსტა-რიკელმა მეკარემ "ლოს ბლანკოსის" კარი 9-ჯერ დაიცვა. აქედან 3 თამაშში ნავასმა კარი მშრალად შეინახა და არაერთი საოცარი სეივიც შემოგვთავაზა. მიუხედავად კეილორის შესანიშნავი ასპარეზობისა, სოლარი კვლავ ტიბო კურტუასკენ იხრება, რომელიც მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში თავისი საუკეთესო ფორმის დემონსტრირებისგან ჯერ-ჯერობით შორსაა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა