"როცა "რეალში" მოვედი, გუნდი ცენტრალური მცველების სასაფლაოდ იყო ქცეული"

image


თავის ყოფილ კლუბ "პორტუში" დაბრუნების შემდგომ, ბრაზილიაში დაბადებულმა ფეხბურთელმა პეპემ მადრიდის „რეალში“ ყოფნის პერიოდი გაიხსენა:

„2007 წელს, როდესაც მადრიდის „რეალში“ აღმოვჩნდი, გუნდი ცენტრალური მცველების სასაფლაოდ იყო ქცეული."

"მცველები, რომლებიც კლუბში თამაშობდნენ, ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ იმკვიდრებდნენ, მაგრამ „პორტუმ“ ამ გამოწვევისთვის კარგად მომამზადა."

"მადრიდში 10 სეზონი გავატარე, მაგრამ შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ჩემზე უკეთ ვერავინ შეძლო."

მაღნიშნულ პერიოდში, „სამეფო კლუბის“ დაცვის ხაზში, საწყის შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად, სხვა ფეხბურთელებთან ერთად ფაბიო კანავარო, გაბრიელ ჰაინცე და კრისტოფ მეცელდერი იბრძოდნენ.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი "პორტუში" დაბრუნებისა და იკერ კასილასის შესახებაც გააკეთა:

„იკერ კასილასთან შეხვედრაზე სასიამოვნო რა უნდა ყოფილიყო. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მასაც ძალიან გაუხარდა, როდესაც დამინახა და ორივე ბედნიერი ვართ.“

„პირველად, როდესაც ესპანეთის დედაქალაქში გადავედი, კასილასს „პორტუს“ შესახებ სწორედ მაშინ ვუამბე. იქნებ ჩემმა მონათხრობმა მის გადაწყვეტილებაზეც იქონია გავლენა, ვინ იცის...“

„მადრიდის „რეალში“ მან მკითხა ვსაუბრობდი თუ არა ესპანურად. მე ვუპასუხე რომ ეს არ შემეძლო. ახლა, როდესაც პორტუგალიაში შევხვდით ერთმანეთს, უკვე მე ვკითხე საუბრობს თუ არა პორტუგალიურად. კასილასმა მიპასუხა, რომ პორტუგალიური ესმის, მაგრამ სათანადოდ ვერ ლაპარაკობს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მე მადრიდში ვიყავი!“ - ციტირებს „Porto Canal” პეპეს სიტყვებს.

ცოტა ხნის წინ, ამას ალბათ ვეღარც კი ვიფიქრებდით, მაგრამ პეპესა და კასილასის გაერთიანება მართლაც სასიამოვნო ამბავია და მათი ერთად ხილვა ახლა უკვე "პორტუში" შეგვიძლია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა