იკარდის პირადი აგენტი მადრიდის "რეალთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებს

image


მაურო იკარდის აგენტმა და მეუღლემ ვანდა ნარამ არგენტინელი ფეხბურთელის სამომავლო გეგმების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იკარდი "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისგან ჯერ-ჯერობით ძალიან შორსაა.

წყარო "Tyc Sports"-ის ინფორმაციით, მაურო იკარდი იტალიურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

აი, რა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით ვანდა ნარამ:

"ინტერთან" იკარდის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი დღესდღეობით აქტუალურია, მაგრამ შეთანხმების მიღწევისგან ჯერ-ჯერობით შორს ვართ. კლუბისგან დამაკმაყოფილებელი და მოსაწონი წინადადება ჯერ არც მიგვიღია."

"არ გამოვრიცხავ, რომ იკარდიმ "ინტერთან" შეთანხმებას მაინც მიაღწიოს, მაგრამ დღეისათვის ამისგან შორს ვართ. ლოგიკური არ იქნება იმ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვითაც იგი იმავე თანხას მიიღებს, რასაც ახლა უხდიან. მჯერა, რომ ის მეტს იმსახურებს."

"მაურო იკარდით წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის ორი ესპანური გრანდი - "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი". მათთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. იკარდის გაფორმება ინგლისურ და ფრანგულ გუნდებსაც სურთ." - ციტირებს ნარას სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

როგორც ჩანს, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება თავად იკარდის მოუწევს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა