ხულენ ლოპეტეგის "ჟირონას" დამარცხების შემდგომი ინტერვიუ » "რეალის" ფან-კლუბი


ხულენ ლოპეტეგის "ჟირონას" დამარცხების შემდგომი ინტერვიუ

image


„ლა ლიგის“ მეორე ტურის ფარგლებში, „ჟირონამ“ მადრიდის „რეალს“ „მონტილივის“ მოედანზე უმასპინძლა და 1:4 ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერეციაზე, ხულენ ლოპეტეგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, მოპოვებული გამარჯვება შეაფასა და მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაციის შესახებ საკუთარი თვალსაზრისი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

აი, რა განაცხადა 52 წლის ესპანელმა სპეციალისტმა:

„ხაზი მინდა გავუსვა ჩვენი გუნდის შესანიშნავ ფსიქოლოგიურ მზადყოფნასა და სიმტკიცეს. მატჩი ჩვენთვის ცუდად დაიწყო, მაგრამ მენტალურად არ დავეცით.
მოწინააღმდეგე გამორჩეულად თამაშობდა, განსაკუთრებით პორტუს გამოვყოფდი, რომელიც მოედანზე მთავარი მოქმედი პირი გახლდათ. „ჟირონამ“ არა მარტო პირველი გოლი გაგვიტანა, არამედ მეორედაც შეეძლო ჩვენი კარის დალაშქვრა. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და ინიციატივა კვლავ იგდეს ხელთ. ისევ და ისევ მენტალურ მხარესა და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს გამოვყოფდი. სწორედ ეს ფაქტორები მოგვეხმარა დაბრკოლებების გადალახვაში. თითოეული მატჩი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება და ეს არ შეიცვლება.“

„როდესაც ისეთ რთულ მატჩში გიწევს ასპარეზობა, როგორიც დღეს ჩავატარეთ, მხოლოდ ძლიერი სულისკვეთება, შეუპოვრობა, მენტალობა და ფსიქოლოგია თუ გიშველის. შეხვედრის პირველ 45 წუთში იყო გარკვეული ასპექტებიც, რასაც თავი კარგად გავართვით. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ შეტევის განხორციელებას ზედმეტად ვჩქარობდით, რითაც მეტოქეს შანსებს ვაძლევდით. შესვენების შემდგომ, მოედანზე ბევრად უკეთესი მადრიდის „რეალი“ გამოვიდა.“

„კეილორ ნავასთან დაკავშირებული სიტუაცია არც ისე მარტივად გასაგებია, მაგრამ ასახსნელად საკმარისად ადვილია. მეკარეები ამოსარჩევად გვყავს, თანაც ისინი ძალიან მაღალი დონის გოლკიპერები არიან. კარში პრობლემა არ გვაქვს. კონკრეტული მატჩისათვის რომელი ალტერნატივაც უმჯობესი იქნება, მასზე შევაჩერებთ არჩევანს. დღეს, კეილორმა მიიღო ასპარეზობის ნებართვა და ძალიან კარგად ითამაშა. გოლკიპერებს შორის მაღალი კონკურენციაა და სწორედ ეს მომენტი კიდევ უფრო გვაძლიერებს. თავში რაღაც აზრები მიტრიალებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გაგიზიარებთ. მიმდინარე სეზონის განმავლობაში კიდევ ვიფიქრებ და ყოველ მომდევნო გამოწვევას შესაბამის ამოხსნას მოვუძებნი.“

„ „ჟირონა“ დიდებული გუნდია. კლუბში მოასპარეზე ფეხბურთელები უკვე დიდი ხანია, რაც ერთად თამაშობენ. მატჩის პირველ ნახევარში, მათ მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, რითაც კიდევ უფრო გაგვირთულებდნენ სიტუაციას.“

„მარსელო იმიტომ შევცვალე, რომ მარცხენა ფლანგის გაძლიერება იყო საჭირო. მთელი ფოკუსი ჰაერში თამაშის გაუმჯობესებაზე გადავიტანეთ. ამ ასპექტში კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ნამდვილად გამოირჩევიან.“

“ვარანე და მოდრიჩი მოედანზე ოდნავ გვიან შემოვიდნენ, მაგრამ არაუშავს. მთავარი ისაა, რომ მრავალ ალტერნატივას ვფლობთ და გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა.“

„ვალვერდეს როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ დონეზე, დიდი და ნათელი მომავალი აქვს. ის უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდაა.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" 52 წლის ესპანელი სპეციალისტის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს "REALI.GE".

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "ლა ლიგის" ორივე ტურში მოიპოვა გამარჯვება და თავის აქტივში 6 ქულას ფლობს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა