ბენზემას, კაზემიროსა და კარვახალის კომენტარები "ჟირონას" დამარცხების შემდგომ

image


მადრიდის „რეალის“ მიერ „ჟირონას“ 4:1 ანგარიშით დამარცხების შემდგომ, ბენზემამ, კაზემირომ და კარვახალმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.

ბენზემა:

„ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, ძალიან რთული მატჩის ჩატარება მოგვიწია. მატჩის დასაწყისში გოლი გავუშვით, მაგრამ მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყეთ ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთის თამაში. დაფიქსირებული რეზულტატით კმაყოფილი ვართ, რადგანაც სტუმრად მოპოვებული 3 ქულა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. შევეცდებით, რომ ასპარეზობა ასეთივე გამორჩეულ ტემპში განვაგრძოთ. მოწადინებული ვართ და გვჯერა, რომ მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ გათამაშებაზე კარგად ვიასპარეზებთ.“

„მადრიდის „რეალში“ უკვე მე-10 წელია რაც ვთამაშობ და გუნდისათვის თავდაუზოგავად ვშრომობ. დიდი მოტივაცია და ენთუზიაზმი მაქვს. მინდა, რომ მადრიდის „რეალის“ რიგებში ბევრი გოლი გავიტანო და „სამეფო გუნდს“ კიდევ მრავალი ტიტულის მოგებაში შევუწყო ხელი. ფეხბურთი მხოლოდ გოლებზე არ არის აგებული, ის კარგად თამაშსა და მატჩების მოგებაზეა დაფუძნებული. შევეცდები, რომ „სამეფო კლუბის“ რიგებში რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო.“

კაზემირო:

"ნამდვილად კარგი პერფორმანსი ვაჩვენეთ. შეხვედრის პირველ ნახევარში თამაში გვიჭირდა, პრესინგს ისე ვერ ვანხორციელებდით, როგორც გვჩვევია, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარი განსხვავებული იყო. ყველაფერი შეიცვალა, კარგად ვითამაშეთ და მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობდით. გავიგეთ, თუ რა სურდა ლოპეტეგს ჩვენგან, მან ზუსტად იცის ასეთ დროს როგორც უნდა შეცვალოს თამაშის მსვლელობა. მისმა მიდგომამ გაამართლა. მთავარ მწვრთნელს მისალოცად აქვს საქმე, რადგანაც სწორედ მან შემოგვატრიალებინა შეხვედრა.“

„ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს მიღწეულ წარმატებას. მთავარია, რომ ამ წელს კიდევ უფრო შევერთდეთ და მტკიცე გუნდი გავხდეთ. ამას თუ მივაღწევთ, „ლა ლიგაში“ საქმე კარგად წავა. ზუსტად აღნიშნულის დემონსტრირება მოვახერხეთ დღეს.“

“მე და მარსელო ვარჯიშს ოდნავ გვიან შევუერთდით. დასვენება აუცილებელია. მარსელო დიდებული ფეხბურთელია, ის ნამდვილი ვარსკვლავია და ვიცი, რომ ფორმაში მალე ჩადგება.“

კარვახალი:

„ „ჟირონას“ მიერ გატანილ გოლზე ჩვენი გუნდის რეაქცია ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ორი სამართლიანი პენალტი მოგვეცა, 3 ქულა მოვიპოვეთ და სახლში დადებითი განწყობით ვბრუნდებით. შეხვედრის პირველ ნახევარში ფორვარდებთან დაკავშირება გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარში, უფრო მეტ სახიფათო მომენტს ვქმნიდით და სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა გადამწყვეტი.“

„კარგად გვესმის ის ვითარებაც, რომ „ლა ლიგის“ დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი დარჩენილი სეზონის მსვლელობისას. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული მატჩისათვის მოვემზადებით და განვაგრძობთ 3 ქულის მოპოვებას. ნებისმიერ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს თასის ფინალი ყოფილიყოს. ახლა ჩვენ „ლეგანესს“ ვმასპინძლობთ, ეს დიდებული და განსაკუთრებული მატჩი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ წარიმართება.“ - ციტირებს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების სიტყვებს "REALI.GE".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა