ხულენ ლოპეტეგის საინტერესო ინტერვიუ "ჟირონასთან" მატჩამდე

image


კვირას ღამით, „ჟირონასთან“ დაპირისპირებამდე, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანამდე კი, თავისი გუნდის ვარჯიშს ყურადღებით ადევნებდა თვალს. „თეთრების“ ხელმძღვანელმა მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

„ჩვენ თითოეული მატჩისათვის განსხვავებულად ვემზადებით. მეტოქეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მათში არსებული დიფერენციაციის ფაქტორი ყოველთვის არსებობს, განურჩევლად იმისა სახლში თამაშობ თუ სტუმრად. ყოველი მატჩი არსებითად სხვადასხვაგვარია და ამ კუთხით, მომავალი მატჩი გამონაკლისს არ წარმოადგენს. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შეხვედრისათვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ და საუკეთესო ფორმაში წარვსდგეთ, რათა „ჟირონა“ დავამარცხოთ. აი, ახლა სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენს მიზანს.“

„უაღრესად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინაშე ვდგავართ. „ლა ლიგის“ ყოველი მატჩი დიდ ბრძოლას განასახიერებს, რომელიც ჩვენთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. „ლა ლიგაზე“ მრავალი სხვადასხვაგვარი სცენარი შეიძლება განვითარდეს. ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებული სიტუაციაა. ყველა მატჩისათვის სპეციფიკური დამოკიდებულებაა საჭირო, ყოველთვის სწორი მიდგომა უნდა შეარჩიო და მზად იყო. ამას გარდა, „ლა ლიგა“ ყველაზე მეტად სტაბილურობის ასპექტს აფასებს. შეუპოვარი მიზანდასახულობითა და დიდი ამბიციით ვაპირებთ „ჟირონას“ წინააღმდეგ თამაშს. სასწორზე 3 ქულა ძევს, რომელსაც არსებული ლანდშაფტის შეცვლა შეუძლია.“

“100%-ით ფოკუსირებული ვარ მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელ შემადგენლობაზე. გუნდში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები გვყავს და ამ ეტაპზე, რაც მაინტერესებს არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად გაიბრწყინონ. „ლა ლიგა“ უკვე დაიწყო და თითოეული დაპირისპირება გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს წინ ახლა არსებული 3 ქულა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვათ, აპრილის ქულები. იმ მოთამაშეებს ვათამაშებ, ვინც ჩემს განკარგულებაშია და ვიცი, რომ ისინი ფსიქოლოგიურად, მენტალურად მზად იქნებიან. გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ძალას არ დავიშურებთ - „ლა ლიგისა“ და ყველა სხვა ტურნირის მოგებას ერთიანი ძალებით ვაპირებთ.“

„რეგილონი ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. ის მარცხენა მცველია და ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში აღიზარდა. იგი ბრწყინვალედ ვარჯიშობს, ძალიან მოგვწონს, ჩვენ ბიჭებს საოცარ მუხტსა და ენერგიას სძენს. მას შემადგენლობაში ყოფნის შანსი მიეცემა.“

„ნებისმიერი გუნდის თამაშის სტილში, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს საკუთრივ მოთამაშეები განასახიერებენ. ძალიან გამიმართლა, რომ შესანიშნავი მოთამაშეების გარემოცვაში მოვხვდი. რასაც ვთხოვთ, ისინი ყველაფერს მშვენივრად ითვისებენ. საერთოდ, თამაშის სტილისა და ბურთის ფლობის შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ მთავარი მიზანი საფეხბურთო მატჩების მოგებაა. გუნდი ან ერთ გზას ირჩევს ან მეორეს. არსებობს თამაშები, როდესაც მოწინააღმდეგე ბურთის ფლობის შანსს გაძლევს, ზოგ თამაშში კი მეტოქე მოედნის სივრცესაც გიხსნის და თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას გჩუქნის. როგორც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, მაინც ფეხბურთელები წარმოადგენენ მთავარ მოქმედ პირებს და მატჩში გარდატეხის შეტანაც სწორედ მათ შეუძლიათ. ხანდახან ბურთის ფლობამ შეიძლება გარგოს, ზოგჯერ კი - შენს საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. მთავარი მიზანი მატჩების მოგებაა, რის მისაღწევადაც სხვადასხვა გზები გამოიყენება და ჩვენც შევეცდებით, რომ მათ მივაკვლიოთ. დიდად არ ვღელავთ ბურთის ფლობაზე, მატჩების მოგება გვინდა. ბურთი მხოლოდ გამარჯვების მისაღწევი მექანიზმია. ამ პროცესში მრავალი ფაქტორია ინტეგრირებული, გააჩნია მოედნის მეორე მხარეს რომელი გუნდი დგას. ზოგჯერ მეტოქე ცარიელ სივრცეს გიტოვებს და ეს მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ჩვენ უნდა შევძლოთ და ოქროს შუალედი ვიპოვოთ შეტევასა და თავდაცვას შორის.“

„ვინისიუსი ჩვენ გუნდშია. როდესაც მოვუხმობთ, მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენის შანსი მიეცემა, მანამდე კი „კასტილიაში“ ითამაშებს. იგი ყოველდღიურად ჩვენ გვერდით ივარჯიშებს. ის ძალიან ახალგაზრდაა და ევროპაში სულ ახლახანს ჩამოვიდა. უფრო მეტის სწავლა სურს. საკუთარი თავის პოვნისა და დამშვიდებისათვის დრო ყველა ფეხბურთელს სჭირდება და ზუსტად ამ პერიოდს ვაძლევთ ვინისიუსს. ვარჯიშზე მისი პერფორმანსი უმაღლესი ხარისხისაა. ჟუნიორის პროგრესს დაკვირვებით ვადევნებთ თვალს და როდესაც ჩავთვლით, რომ სწორი დრო მოვიდა, იგი მატჩის დღეს ჩვენ გვერდით იქნება.“

“რაც შეეხება „ლა ლიგის“ გადაწყვეტილებას მატჩების ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების შესახებ, ჩვენ წინ სხვა ამოცანები დგას. მესმის, რომ აღნიშნული საკითხი საკმაოდ კომპლექსური და პრობლემურია, მაგრამ მე ფეხბურთელების პოზიციას ვიზიარებ. არსებობს სერიოზული არგუმენტები, რომლებიც მოთამაშეების სასარგებლოდ მეტყველებენ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ წარმომიდგენია ესპანეთის ჩემპიონატის ჩრდილოეთ ამერიკაში გადატანა. ვინც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული, საბოლოო სიტყვაც მასზე იქნება, მაგრამ მე ფეხბურთელებს ვემხრობი.“

„წინასწარ შემადგენლობას არ გავასაჯაროვებ, ყველაფერს ხვალ იხილავთ. ზუსტად არც გადაგვიწყვეტია რას გავაკეთებთ. ძალიან ძლიერი გოლკიპერები გვყავს, რომელთაგანაც ზოგიერთი სულ ახლახანს შემოგვიერთდა, მაგრამ ისინი კალაპოტში ნაბიჯ-ნაბიჯ ჩადგებიან და ჩვენი გადასაწყვეტია, თუ ვის ვათამაშებთ. გოლკიპერის როლი ოდნავ განსხვავებული და ამავე დროს განსაკუთრებული საკითხია. დაძაბული არ ვარ, რადგანაც ვიცი, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, გუნდზე დადებითად აისახება და მხოლოდ კარგის მომტანი იქნება.“

„ჩვენ გუნდს საერთო ძალებით გოლების გატანის ძალა და რეკორდების მოხსნის უნარი შესწევს. აი, სწორედ ეს გვაინტერესებს. აღნიშნულ თემასთან მიმართებით, მხოლოდ ერთ, ცალკე აღებულ ფეხბურთელს პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ხომ მთელი გუნდის მოვალეობას წარმოადგენს. ვიმუშავებთ და შევეცდებით, რომ მოწინააღმდეგის კარში რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთელმა გაიტანოს გოლი, ხოლო ჩვენს საკუთარ კარში რაც შეიძლება ცოტა ბურთი მივიღოთ. ეს რომ განვახორციელოთ, საჭიროა არსებობდეს საერთო გუნდური შემართება და სულისკვეთება.“

„შემადგენლობის წყობა და სისტემა დეტერმინანტი არ არის. ეს პრობლემურ ფაქტორს საერთოდ არ წარმოადგენს, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც გვგონია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გააკეთებენ მოედანზე გასული ფეხბურთელები. მატჩში 4-3-3 წყობას გამოიყენებ თუ 4-2-3-1-ს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ ფეხბურთელების ასპარეზობის ხარისხზე, ვინც მოედანზეა გასული. განურჩევლად იმისა თუ როგორ ვითამაშებთ და ასპარეზობს თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი, მაინც იმის კეთებას შევეცდებით, რისიც გვჯერა. სისტემა და წყობა ბევრს არაფერს ცვლის.“

„ლუკა ზიდანი სავარაუდოდ, „კასტილიაში“ გადაინაცვლებს, სადაც ყოველ კვირა დღეს შეეძლება თამაში. დიდი ალბათობით ასე გადავწყვეტთ.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს „REALI.GE”.

შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" რიგით მეორე მატჩი "ჟირონა" vs. "რეალი" კვირას ღამით, თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა