იქნება ბოლომდე ტრიუმფარული ზინედინ ზიდანი ?

image


ზინედინ ზიდანი ძალიან დიდი ფეხბურთელი რომ იყო ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შეიძლება ის კიდევ უფრო დიდი მთავარი მწვრთნელია. ამას უბრალოდ ფაქტები და ციფრები მოწმობს.

იმ პერიოდში როდესაც ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია გუნდს უტიტულო სეზონი არ აქვს, თუ არ ჩავთვლით წინა წელს, როდესაც ის მაშინ დაბრუნდა მთავარ მწვრთნელად როდესაც "რეალს" არც ერთი ტიტულის მოგების მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა, ფრანგმა პირველსავე წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ წელს უკვე ლიგასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და მესამე წელს კვლავ ჩემპიონთა ლიგა, ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის მერე ზიზუმ "რეალი" დატოვა.

დატოვა და დაბრუნებაც არანაკლებ ტრიუმფალური გამოდის, წელს ზიდანის ხემძღვანელობით გუნდმა უკვე მოიგო ესპანეთის სუპერ თასი და ესპანეთის ჩემპიონატი. მადრიდის "რეალი" მთავარ ორ კონკურენტ გუნდთან "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" არ დამარცხებულა, დამარცხებულა კი არა გოლიც არ გაუშვია. ეს ფანტასტიკაა.

კიდევ უფრო მეტი ფანტასტიკა, რომ ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგაზე ორ მატჩიან დუელში ჯერ არც ერთ მწვრთნელთან არ დამარცხებულა, ხოდა სწორედ აქ ისმის მთავარი კითხვა, იქნება ზიდანი ბოლომდე ტრიუმფალური ? მიმდინარე სეზონში ფრანგი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გვარდიოლასთან 1-2 დამარცხდა, საინტერესო სანახავია რას მოიფიქრებს "რეალის" მთავარი მწვრთნელი რომ თავისი ფანტასტიკური მაჩვენებელი არ შეწყვიტოს და კვლავ აჯობოს ესპანელ სპეციალისტს.

აღსანიშნავია, რომ "რეალს" "სიტისთან" შეხვედრაში სერხიო რამოსიც გამოაკლდება, ეს ფაქტი "რეალის" შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს და შესაძლოა ეს კიდევ უფრო მეტ სიმძაბრებს ანიჭებს ყველაფერს, რამდენად შეძლებს ზიზუ და ამ მძიმე სიტუაციიდან კვლავ გამარჯვებული გამოვა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

Christi
Christi 23 ივლისი 2020 07:26
It'ѕ amazing to pay a visit tһis website and reading thе views ⲟf ɑll friends гegarding this paragraph, wһile
I am alѕօ eager of getting know-hοw.

Would You my page :: judi bola

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა