17 წლის შემდგომ, მადრიდის "რეალი" ჩეხეთში პირველად ითამაშებს

image


ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მადრიდის „რეალი“ მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს გამართავს.

„სამეფო კლუბი“ ჩეხეთში გაემგზავრება და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩის ფარგლებში პლზენის „ვიქტორიას“ დაუპირისპირდება.

ჩეხეთი გახლავთ ის ქვეყანა, სადაც „თეთრებს“ 17 წელია არ უთამაშიათ. ევროპის თასის მე-9 ტრიუმფის გზაზე, „რეალის“ მოწინააღმდეგე „სპარტა“ აღმოჩნდა. მატჩი პრაღაში გაიმართა.

მაშინ, შეხვედრაში, რომელიც „ლეტნას“ მოედანზე ჩატარდა, „თეთრებმა“ მეტოქეს 3:2 ანგარიშით სძლიეს. ეს გახლდათ 2001 წლის 21 ნოემბერი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი. ერთი გოლი ზინედინ ზიდანმა გაიტანა, ორი კი მორიენტესმა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, მადრიდის „რეალს“ საერთო ჯამში ოთხი ჩეხური კლუბის წინააღმდეგ უთამაშია. პრაღაში "რეალი" „სპარტას“ ევროპის თასსა და „უეფას“ თასზე შეხვდა. "უეფას" თასზე „რეალს“ „სიგმა ოლომოუცთანაც" მოუწია ასპარეზობა. 1964/65 წლების ევროპის თასზე, „ლოს ბლანკოსის“ მეტოქე პრაღის „დუკლა“ გახლდათ. პლზენის „ვიქტორია“ კი ბოლო კლუბია, რომელიც აღნიშნულ სიას უერთდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული შეხვედრა 7 ნოემბერს, ღამის 00:00 საათზე (8 ნოემბრის დამდეგს) დაიწყება.



აქვე გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ დაამარცხა მადრიდის "რეალმა" პრაღის "სპარტა" 2001 წლის 21 ნოემბერს




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა