ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ახალი რეკორდი - ბენზემა "რეალის" ლეგენდარულ ფიგურას გაუთანაბრდა

image


23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში პლზენის „ვიქტორიას“ წინააღმდეგ, კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალის“ რიგებში 88-ე მატჩი ჩაატარა. ფორვარდი, რომელმაც ჩეხურ კლუბს პირველი გოლი გაუტანა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების ოდენობით, კლუბის ისტორიაში მე-8 პოზიციას იკავებს და აღნიშნული მაჩვენებლით იგი მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულ ფეხბურთელ ფრანსისკო ხენტოს გაუთანაბრდა. ბენზემას შემდგომ პოზიციებს კასილასი (152), რაული (132), რამოსი (116), რობერტო კარლოსი (109), კრიშტიანუ რონალდუ (101), გუტი (99) და მარსელო (91) ინაწილებენ.

მატჩის დასრულების შემდგომ ფრანგმა შეხვედრის ირგვლივ ისაუბრა, "რეალის" სირთულეებსა და პირად პასუხისმგებლობასაც შეეხო:

„ბოლოდროს დაფიქსირებული არასასურველი შედეგების ფონზე, გამარჯვების მოპოვება უაღრესად სასიამოვნოა. ეს არ იყო მარტივი მატჩი და მოგების შედეგად თავდაჯერებულობაც მოგვემატა. ახლა მომდევნო დაპირისპირებისათვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც როგორც წესი, ძალიან მალე მოდის ხოლმე."

"გულშემატკივრები ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვენ, ჩვენ კი შანსების შექმნითა და გოლების გატანით ამასვე ვცდილობთ. მთავარი, რაც გვევალებოდა, ეს იყო გამარჯვების მოპოვება. ჩვენი პრობლემების მოგვარების საწყის გზად მოგება გვესახებოდა, რათა თავდაჯერებულობა შეგვმატებოდა.“

„ჩვენ ჟულენ ლოპეტეგს მხარში ვუდგავართ. პრობლემები ყოველთვის მწვრთნელისგან არ მოდის, პასუხისმგებლობა ჩვენზეცაა, მოედანზე უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ლოპეტეგი ბრწყინვალე სპეციალისტია და სათანადო რეზულტატების დაფიქსირებისთვის გუნდურად ბევრს ვიშრომებთ. ვიცი, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გავიტანო. ეს ყოველთვის მახსოვს და ჩემი მოტივაციაა, უფრო მეტს ვიშრომებ. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებით, მაგრამ ყოველთვის ვერ გაგიმართლებს და გოლს ვერ გაიტან.“ - ნათქვამია „ლოს ბლანკოსის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ბენზემას ინტერვიუში.

საგულისხმოა ისიც, რომ „რეალის“ მაისურით ბენზემას დებიუტი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“, 2009 წლის სექტემბერში, „მარსელის“ დამარცხების დროს შედგა. გუშინ "პლზენთან" ბენზემამ 45-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ საუკეთესო ბომბარდირებს შორის იგი მე-4 ადგილს იკავებს. ბენზემას ყველაზე უკეთ „აპოელისა“ და „ლივერპულის“ დამწუხრება გამოსდის - მათ წინააღმდეგ ბენზემას 4-4 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ანგარიში სწორედ ბენზემამ გახსნა, რასაც საბოლოოდ მადრიდის „რეალის“ მიერ მე-13 ევროპის თასის ტრიუმფი მოჰყვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
მატჩის საუკეთესო
ბეილი
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა