გაირკვა თუ ვინ დაიცავს "რეალის" კარს "ცსკა"-ს წინააღმდეგ მატჩში

image


ბელგიური პრესის ინფორმაციით, „ცსკა“-ს წინააღმდეგ მატჩში, მადრიდის „რეალის“ კარს კეილორ ნავასი დაიცავს.

იმ შემთხვევაში, თუკი კოსტა რიკელი მართლაც აღმოჩნდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში ტიბო კურტუასა და კეილორ ნავასს 5-5 შეხვედრა ექნებათ ჩატარებული.

კეილორ ნავასმა მადრიდის „რეალის“ კარი ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის სუპერთასზე დაიცვა, „ჩელსის“ ყოფილი გოლკიპერი კი როგორც ჩანს ესპანეთის ჩემპიონატში თავს უკეთ გრძნობს.

„ატლეტიკოსთან“ გამართული მატჩის შემდგომ, კურტუამ ასეთი განცხადება გააკეთა: „გუნდში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემი ადგილი უნდა დავიმკვიდრო, მიხარია, რომ გულშემატკივრები ჩემს სახელს სკანდირებდნენ.“

ცხადია, "სამეფო კლუბის" გოლკიპერთა შორის არსებული კონკურენცია ნაუცბადევად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ როგორც ჩანს, „ცსკას“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში, „რეალის“ კარს 31 წლის კეილორ ნავასი დაიცავს.

წყარო: ესპანური გამოცემები "AS" და "Marca". ასევე ბელგიური გამოცემა "Het Laatste Nieuws (HLN)."


იხილეთ სხვა სიახლეები აქ


მადრიდის "რეალის" განაცხადი "ცსკა"-სთან მატჩის წინ


რატომ არ შეიყვანა "ცსკა"-ს წინააღმდეგ ლოპეტეგმა რამოსი განაცხადში ?


ცნობილია, თუ ვინ განსჯის "ცსკა" - "რეალის" შეხვედრას



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა