"ბარსელონა" მადრიდის "რეალი" ვერ გახდება

image


საღად მოაზროვნე ფეხბურთის გულშემატკივრები კარგად აცნობიერებენ, რომ ჩემპიონთა ლიგას მადრიდის "რეალის" სახით ყოვლად უნიკალური გამარჯვებული გუნდი ჰყავდა და ჰყავს.

2014 წელს, ლისაბონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოს" გაუტეხავი რწმენით უტევდა, რათა ტაბლოზე წონასწორობა აღედგინა. შრომა დაფასდა და "რეალმა" დამატებით დროში 4:1 ანგარიშით გაიმარჯვა.

2016 წელს, მილანში, მადრიდის "რეალმა" არანაკლებ შთამბეჭდავი რამ მოახერხა. გუნდს 3 ტრავმირებული ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ თამაში მაინც დამატებით დროში გადაიყვანა და "ატლეტიკო" პენალტების სერიაში დაამარცხა.

2017 წელს, მადრიდელები შეურყეველ "იუვენტუსს" შეერკინენ, რომელსაც ფინალამდე მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, ფინალში კი "ლოს ბლანკოსთან" 4 ბურთი მიიღო.

2018 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "სამეფო კლუბი" 0:3 ანგარიშით მარცხდებოდა, მაგრამ იტალიის ჩემპიონს მატჩის მიწურულს გოლი მაინც გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ძლიერი "ლივერპული" დამაჯერებლად დაამწუხრა.

5 წელში 4 ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოვლად წარმოუდგენელი და ისტორიული მოვლენაა.

არსებობენ გულშემატკივრები, რომლებიც ამბობენ, რომ "ლა ლიგის" მოგება უფრო პრიორიტეტულია. ბევრი მათგანის თქმით, მადრიდის "რეალს" ყოველთვის უმართლებდა და მსაჯები სწყალობდნენ, მაგრამ ეს და მსგავსი ისტორიები სრული ნონსენსია. მსგავსი შეხედულებები აზრს მოკლებულია და არგუმენტირებას არც ექვემდებარება.

ესპანეთში არსებობს გუნდი, რომელმაც იცის ჩემპიონთა ლიგის მოგება და დიახ, ეს არის მადრიდის "რეალი".

პარალელურად, "ბარსელონა", რომელიც "ლა ლიგაში" დომინანტ გუნდად იქცა, კიდევ ერთხელ დემონსტრირებს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება არ იცის და ცხადია, რომ მხოლოდ ლიონელ მესის ყოლა არც არაფერს ნიშნავს.

მესი დიდებული ფეხბურთელია და შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო, გავლენიან ფეხბურთელადაც იწოდოს, მაგრამ როგორც ვთქვით, ეს არაფერს ცვლის და არ არის საკმარისი.

დიახ, მეგობრებო, "ბარსელონა" არ და ვერ არის მადრიდის "რეალი". ოდესმე გახდება? პასუხი თქვენთვის მოგვინდვია!


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა