იკერ კასილასი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა!
მადრიდის "რეალის" ლეგენდა იკერ კასილასი, რომელიც ამჟამად "პორტუს" რიგებში ასპარეზობს საკუთარი და საფეხბურთო ისტორიის გადაწერას განაგრძობს.
კასილასი დღეს გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 სეზონი ითამაშა. აქამდე იკერ კასილასი რეკორდს რაიან გიგზანთ იყოფდა, რომელმაც 19 სეზონი ჩაატარა საკლუბო ფეხბურთის მთავარ ტურნირზე. მესამე ადგილზე კი პოლ სქოულზი იმყოფება 17 სეზონით.
კასილასმა რეკორდი "შალკეს" წინააღმდეგ შეხვედრაში დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა კიპერმა 16 სეზონი ამ ტურნირზე "რეალის" ფორმით გაატარა და აგერ უკვე მეოთხე სეზონია რაც "პორტუს" რიგებში ასპარეზობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კასილასი ჩემპიონთა ლიგის სამ გზის (1999–00, 2001–02 და 2013–14) გამარჯვებულია.
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა