ევროპის მეფეები ასპარეზობას უბრუნდებიან

image


ჩემპიონთა ლიგის მატჩები „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრუნდება.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის უკანასკნელი სამი კამპანიის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ ტიტულის დაცვას ოთხშაბათს შეუდგება.

“თეთრები“ თავიანთი დავალების შესრულებას „რომას“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებით დაიწყებენ. იტალიური გრანდი გასული სეზონის გათამაშების 1/2 ფინალში ასპარეზობდა.

მადრიდის „რეალისა“ და „რომას“ გარდა, ჯგუფიდან გასვლას მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“ და „ვიქტორია პლზენი“ შეეცდებიან.

რამდენიმე თვის წინ, კიევში, მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტიტული მოიპოვა. „სამეფო გუნდი“ გახდა პირველი კლუბი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 ტიტულის მოგება შეძლო. „ლოს ბლანკოსის“ მიზანი არ შეცვლილა - ხულენ ლოპეტეგის ფეხბურთელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასვლისათვის იბრძოლებენ, რომელიც 2019 წლის 1 ივნისს, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ მოედანზე გაიმართება. მადრიდის „რეალი“ ევროპაში თავისი ლეგენდარული სტატუსის განმტკიცებას შეეცდება.

უკანასკნელი 11 ჩემპიონთა ლიგის კამპანია მადრიდის „რეალმა“ გამარჯვებით წამოიწყო. 2007/08 წლების სეზონში, „რეალმა“ ბრემენის „ვერდერი“ 2:1 ანგარიშით დაამარცხა, რის შემდგომაც, „ლოს გალაქტიკოსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა საწყისი მატჩი მოიგო - 8 „სანტიაგო ბერნაბეუზე“, 3 კი სტუმრად. გასულ სეზონში, ჯგუფური ეტაპის პირველ დაპირისპირებაში, „რეალმა“ „აპოელს“ 3:0 ანგარიშით სძლია.

მადრიდის „რეალის“ მატჩების განრიგი ჩემპიონთა ლიგის “G” ჯგუფში შემდეგნაირად გამოიყურება:


მადრიდის „რეალი“ – „რომა“ - ოთხშაბათი, 19/09/18 - თბილისის დროით 23:00 სთ.

მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“ - მადრიდის „რეალი“ - სამშაბათი, 02/10/18 – 23:00 სთ.

მადრიდის „რეალი“ – „ვიქტორია პლზენი“ - სამშაბათი, 23/10/18 – 23:00 სთ.

„ვიქტორია პლზენი“ - მადრიდის „რეალი“ - ოთხშაბათი, 07/11/18 – 23:00 სთ.

„რომა“ - მადრიდის „რეალი“ - სამშაბათი, 27/11/18 – 23:00 სთ.

მადრიდის „რეალი“ - მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“ - ოთხშაბათი, 12/12/18 - 20:55 სთ


იხილეთ სხვა სტატიებიც:






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
მატჩის საუკეთესო
ბეილი
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა