დე იონგი ძალიან გათამამდა: "ბარსელონამ" მადრიდის "რეალის" დამარცხება მთხოვა"

image


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრამდე, "აიაქსის" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა მადრიდის "რეალთან" მოახლოებული დაპირისპირების ირგვლივ პრესტიჟულ ჰოლანდიურ გაზეთ "De Telegraaf"-თან გაისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის"დამარცხება საოცარი განცდა იქნება. მართალია, "ლოს ბლანკოსი" ფავორიტია, სახლში თამაშობს და ამსტერდამშიც გაიმარჯვეს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მთავარია შანსები გამოვიყენოთ. "

"ჰოლანდიაში ყველა ფიქრობს, რომ გავიმარჯვებთ."

"მადრიდის "რეალს" თუ გამოვთიშავთ, ეს საფეხბურთო სამყაროს შოკი იქნება. "აიაქსს" კვლავ დავუბრუნებთ კუთვნილ ადგილს რუკაზე."

"1995 წელს "აიაქსმა" მადრიდში 0:2 ანგარიშით გაიმარჯვა. კარგი იქნება თუ იგივე განმეორდება."

"როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, "ბარსელონაში" შემდეგი სიტყვები მითხრეს: "ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშო."
- ციტირებს ესპანური გამოცემა "AS" 21 ჰოლანდიელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" შეუერთდება. კატალონიურმა კლუბმა მასში 75 მილიონი ევრო გადაიხადა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა