სერხიო რამოსმა აღიარა - აი, რას ამბობს კაპიტანი ყვითელი ბარათისა და მატჩის შესახებ

image


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩი მადრიდის "რეალის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

სერხიო რამოსმა აღიარა, რომ შეხვედრის მიწურულს, ყვითელი ბარათი შეგნებულად აიღო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კაპიტანს "აიაქსთან" საპასუხო შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

"რეზულტატს შევხედე და რომ გითხრათ განზრახ არ გამიკეთებია-თქო, მოგატყუებთ. ყვითელი ბარათის მიღებაზე ნამდვილად ვფიქრობდი."

"ორი აზრი არ არსებობს, რომ "აიაქსმა" შესანიშნავი თამაში აჩვენა. მათი პრესინგი ჩვენზე ნეგატიურად აისახა. ბურთს სათანადოდ ვერ ვფლობდით და მხოლოდ გრძელ გადაცემებზე ვიყავით ორიენტირებული."

"ახლა მათი ჯერია ჩვენი გულშემატკივრების რისხვა გამოსცადონ!"

"ჩვენ სასურველ შედეგებს ვაფიქსირებთ. ფეხბურთი ყოველთვის სპორტის ლამაზ სახეობას არ წარმოადგენს და მთავარი ისაა, შეგვეძლოს მატჩების სწორი ინტერპრეტაცია."

"სივრცე უნდა შევქმნათ ხოლმე და შანსები გამოვიყენოთ."

"ვიცოდით, რომ ახალგაზრდებს ვეთამაშებოდით და მარტივი შეხვედრა არ იქნებოდა."

"გავუძელით. ეს მადრიდის "რეალის" საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ერთიანობა არ დავკარგეთ და შანსები გამოვიყენეთ."
- ციტირებს 32 წლის კაპიტნის სიტყვებს ესპანური გამოცემა "Marca".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 5 მარტს გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა