"სამარცხვინოა!" - ნახეთ რას ამბობს ტენ ჰაგი გაუქმებული გოლისა და ვინისიუსის შესახებ

image


"აიაქსის" დამარცხებაში ვინისიუსს ჟუნიორს კოლოსალური წვლილი მიუძღვის. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს შორის ის ერთ-ერთი იყო, ვინც შეძლო თავის გამოჩენა. ჟუნიორმა სოლო რეიდის შემდგომ, კარინ ბენზემას საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამ პროცესში, "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგის გაკვირვებაც მოახერხა.

ბრაზილიელი თინეიჯერის მსხვერპლნი "ბარსელონა" და "ატლეტიკოც" გახდნენ, ახლა კი სიას ჰოლანდიური კლუბიც შეემატა.

"ვინისიუს ჟუნიორმა კიდევ ერთხელ დაამოწმა, რომ იგი დიდებული ფეხბურთელია." - განაცხადა "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა.

"რაც შეეხება გაუქმებულ გოლს, ახლა ვეღარაფერს გავაწყობთ. ეს სამარცხვინოა. სხვადასხვა მსაჯებმა ინციდენტის აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს."

"მეც ვნახე განმეორებაზე რაც მოხდა, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ტადიჩი ტიბო კურტუას აწუხებდეს ან თამაშგარეში იყოს. კიდევ სხვა რაკურსითაა საჭირო აღნიშნული კადრის ნახვა."

"მიუხედავად უიღბლობისა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ვითამაშეთ. არაფერს და არავის არ შევუშინდით, კარგად ვიცავდით კარს, წინ აგრესიულად ვუტევდით, ბევრი შანსი შევქმენით."

"ეს მადრიდის "რეალია". უფრო მეტი სიზუსტე გვესაჭიროება, რადგანაც "რეალი" შეცდომებს არ გპატიობს."

"ჩემს მოთამაშეებს ვულოცავ შესანიშნავი მატჩის ჩატარებას. ასეთი ასპარეზობა სამომავლოდ თავდაჯერებულობას ნამდვილად შეგვმატებს."
- ციტირებს ესპანური გამოცემა "Marca" 49 წლის ერიკ ტენ ჰაგის სიტყვებს.

აქვე გეტყვით, რომ განმეორებითი მატჩი "რეალსა" და "აიაქსს" შორის 5 მარტს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა