სანტიაგო სოლარის კომენტარი "აიაქსის" დამარცხების შემდგომ

image


"იოჰან კრუიფის" მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, სანტიაგო სოლარი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ჩანდა.

"როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო თამაშის მომატება, სწორედ მაშინ შევძელით ამის განხორციელება. ბიჭებმა მინდორზე ბევრი იშრომეს და ამ ფაქტმა თავისი ასახვა ჰპოვა. გოლები ყველაზე სწორ დროს გავიტანეთ."

"დღევანდელი შედეგი კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ რაოდენ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს შემადგენლობაში. "აიაქსის" დასამარცხებლად ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დახარჯულიყო და ეს ასეც მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდი სურათი წარმოჩინდებოდა."

"მატჩის მოსაგებად ყველა კომპონენტში გამორჩეულები უნდა ვყოფილიყავით: თავდაუზოგავად უნდა გვეშრომა, სახიფათო მომენტები შეგვექმნა, მეტოქის წნეხს გავმკლავებოდით და გოლები გაგვეტანა. ამ კომბინაციის გარეშე დღეს ვერ მოვიგებდით."

"ჩვენ, მწვრთნელებს მონიტორები არ გვაქვს. მთლიანად დამოკიდებულნი ვართ ვიდეო რეფერიზე და არბიტრის გადაწყვეტილებაზე."

"ასენსიოს პერფორმანსითა და გოლით კმაყოფილი ვარ. მას შემდგომ, რაც ასენსიო შემადგენლობას დაუბრუნდა, მან 4-დან 3 თამაშში შეძლო მონაწილეობის მიღება და ისე ითამაშა, როგორც შეეფერება. ვაქებ არა მხოლოდ გატანილი გოლის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბოლომდე იბრძოდა, ბურთს ინარჩუნებდა, კარგად იცავდა და ჩამოწოდებული ბურთისთვის შეუპოვრად ბოლომდე იბრძოლა. შედეგად, გოლიც დაიმსახურა."

"ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ადვილი თამაშები არ არსებობს. სუსტი გუნდი არ არსებობს. "აიაქსი" ენერგიით სავსე იყო, ფეხბურთელებმა მოედანზე მთელი თავიანთი ძალები დატოვებს და სწორედ ამიტომ, მატჩის მოგება ძალიან გაგვიჭირდა.
" - ასეთი გახლდათ სანტიაგო სოლარის სიტყვები, რომელიც მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა "აიაქსის" წინააღმდეგ 5 მარტს გაიმართება, მადრიდის "რეალი" კი "ლა ლიგაში" ასპარეზობას სულ რამოდენიმე დღეში, 17 თებერვალს დაუბრუნდება - "სამეფო კლუბი" ნაცნობ მეტოქე "ჟირონას" უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა