დიდი არეულობა და ბუნტი "რეალის" სასტუმროსთან - დაკავებულია 4 პირი

image


"აიაქსის" ექსტრემისტებმა მადრიდის "რეალის" სასტუმროს მიდამოებში არეულობა მოაწყვეს.

ოთხშაბათს ღამით, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ფეიერვერკებისა და მაშხალების წვიმა მოაწყვეს, რათა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს რაც შეიძლება ცოტა ხნის განმავლობაში დაეძინათ და დაესვენათ.

ფანებმა არ იცოდნენ ზუსტად სად იმყოფებოდნენ მადრიდისტები და აღნიშნულის გამო, მათ მთელი დე პაიპის რაიონი ააწიოკეს. ეს მოხდა ღამის 2:30-4:00 საათის შუალედში.

საქმეში პოლიცია ჩაერთო და დამნაშავეების ძიებას შეუდგა. სანტიაგო სოლარის ფეხბურთელები სასტუმრო "ოკურაში" იმყოფებოდნენ. სწორედ სასტუმროს თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიცია, მაგრამ დამნაშავეებმა გაფანტვა მოასწრეს. ძებნაში მადრიდის "რეალის" დაცვაც ჩაერთო.

ამ მომენტისათვის, პოლიციამ 4 პირის დაკავება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ გასულ წელსაც მოხდა. მაშინ, "პარკე დე პრენსზე" მატჩის გამართვამდე, მადრიდის "რეალის" სასტუმროსთან არეულობა "პ.ს.ჟ."-ს გულშემატკივრებმა მოაწყვეს.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "AS".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა