უკვე ცნობილია, შეძლებს თუ არა დე იონგი "რეალის" წინააღმდეგ თამაშს

image


"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა დაადასტურა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ფრენკი დე იონგი "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ჰოლანდიელი ზაფხულში "ბარსელონაში" გადაბარგდება. მან "ერედივიზიის" ბოლო მატჩში "ჰერაკლესის" წინააღმდეგ (0:1) კუნთის ტრავმა მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარემოება მას ვერ დააბრკოლებს.

"ფრენკი თავს მშვენივრად გრძნობს და მიხარია, რომ "რეალის" წინააღმდეგ ასპარეზობას შეძლებს. ვფიქრობ, ასეთ დაპირისპირებაში მას უფრო მეტი მოტივაციაც ექნება. მთელი გუნდი სერიოზულადაა განწყობილი - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგის მატჩია მადრიდის წინააღმდეგ."

"დე იონგი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ეს სეზონი რაც შეიძლება წარმატებულად ჩაამთავროს. მჯერა, რომ 100%-ით მოტივირებული იქნება და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება."
- ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს ესპანური გამოცემა "AS".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" დე იონგში 75 მილიონი ევრო გადაიხადა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა