მადრიდის "რეალის" ოფიციალური განაცხადი "აიაქსის" წინააღმდეგ
მადრიდის "რეალი" ამსტერდამში 23 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრება.
"აიაქსის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, "ლოს ბლანკოსის" ოფიციალური განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:
გოლკიპერები: ტიბო კურტუა, კეილორ ნავასი და დიეგო ალტიუბე.
მცველები: რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, სერხიო რეგილონი, ნაჩო, მარსელო, ალვარო ოდრიოსოლა და ხესუს ვალეხო.
ნახევარმცველები: ტონი კროოსი, დანიელ სებალოსი, კარლოს კაზემირო, დანიელ კარვახალი, ლუკა მოდრიჩი, ბრაჰიმ დიასი, მარკო ასენსიო და ფედერიკო ვალვერდე.
თავდამსხმელები: ვინისიუს ჟუნიორი, გარეტ ბეილი, კარიმ ბენზემა, მარიანო და ლუკას ვასკესი.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 13 თებერვალს, ღამით, 23:55 საათზე დაიწყება.
აქვე გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკსაც: "აიაქსი" - "რეალი"
ბოლო სიახლეები