ეს ფეხბურთელები "რეალს" "აიაქსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დააკლდებიან

image


ეჭვგარეშეა, რომ მადრიდის "რეალს" "აიაქსის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ორი ნახევარმცველი დააკლდება.

მიმდინარე კვირის დაპირისპირებას გამოტოვებენ ისკო და ლორენტე.

ისკოს ზურგის ტრავმა აქვს და ამავე პრობლემის გამო, იგი ვერც "ატლეტიკოს" წინააღმდეგ განაცხადში ვერ მოხვდა.

ისკოს დიაგნოზი "დორსალგიაა" - პრობლემა, რომელიც წელის ქვედა ნაწილში ჩნდება.

სავარაუდოდ, ისკომ მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა შეძლოს რეაბილიტაცია და მწყობრში ჩადგომა.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მალაგას" ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა "ჩელსისთან" წარმოებული გაცვლითი გარიგების მონაწილე გახდეს - "რეალი" "ჩელსის" ისკოს გადასცემს, სანაცვლოდ კი ედენ აზარს გამოითხოვს.

რაც შეეხება "ლოს ბლანკოსის" მეორე ნახევარმცველ მარკოს ლორენტეს, 24 წლის ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" ასპარეზობდა, მაგრამ თასის პირველი მატჩის მიმდინარეობისას, შეხვედრის მეორე ნახევარში, მან ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

როგორც დადგინდა, ლორენტეს მარცხენა ფეხზე მე-2 ხარისხის დაზიანება აქვს მიღებული და სავარაუდოდ, მის რეაბილიტაციასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. წესით, ლორენტეც ისკოს მსგავსაც თებერვლის ბოლოს უნდა დაგვიბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "აიაქსი" მადრიდის "რეალს" 13 თებერვალს უმასპიძნლებს. შეხვედრა 14 თებერვლის დამდეგს, ღამით 00:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა