5 რეკორდი და ახალი "სანტიაგო ბერნაბეუ" , რომელსაც რამოსი დაკარგავს თუ "რეალს" დატოვებს

image


"რეალსა" და სერხიო რამოს შორის მოლაპარაკები ამ ეტაპზე ჩიხშია შესული, ფეხბურთელს არ აკმაყოფილებს ის პირობები, რომელსაც გუნდი სთავაზობს.

არადა სერხიო რამოსი თუ "რეალში" დარჩება, მას შეუძლია კლუბის ისტორიაში ხუთი რეკორდის ავტორი გახდეს, ასევე ის იქნება პირველი კაპიტანი, რომელიც გუნდს განახლებულ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიყვანს.

5. ყველაზე მეტი შეხვედრა "რეალის" შემადგენლობაში

ამჟამად სერხიო რამოსს მადრიდის "რეალში" 668 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ის მანოლო სანჩეს (710) , იკერ კასილასს (725) და რაულს (741) ჩამორჩება.

მცველს რაულის რეკორდამდე 73 შეხვედრა აშორებს, ის ამ რეკორდის მოსახსნელად მინიმუმ კიდევ ორი სეზონი უნდა დარჩეს გუნდში.



4. ყველაზე მეტი სეზონი "რეალის" ისტორიაში

უკვე 16 სეზონია, რაც სერხიო რამოსი "სამეფო გუნდში" ასპარეზობს, ყველაზე მეტი წელი "რეალის" რიგებში კი პაკო ხენტომ და მიგელ ანხელმა გაატარეს, შესაბამისად 18-18 წელი, ამ რეკორდის თანაავტორობისთვის ამჟამინდელ კაპიტანს 2 სეზონი სჭირდება, ერთპიროვნულად ლიდერობისთვის კი სამი.


3. ყველაზე მეტი ტიტული "რეალის" ისტორიაში

მარსელოს დარამოს ამჟამად გუნდთან ერთად 22 ტიტული აქვთ მოგებული , ერთით ნაკლები ვიდრე რეკორდსმენს პაკო ხენტოს, თეორიულად რამოსმა ეს რეკორდი შესაძლოა წელსვე დაამხოს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა. ამისთვის ამ სეზონში "სამეფო გუნდმა" ორი ტიტული უნდა მოიგოს.


2. ყველაზე მეტი სეზონი "რეალის" ისტორიაში როგროც კაპიტანს

სერხიო რამოსი უკვე 6 სეზონია რაც "სამეფო გუნდის" კაპიტანია, ამ მხრივ რეკორდსმენი პაკო ხენტოა რომელიც გუნდს 9 სეზონი კაპიტნობდა, შემდეგ მოდიან ჩენდო 8 სეზონით, ფელიქს კესადა და რაული კი 7-7-ით , კაპიტანს ამ რეკორდის დამხობისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება 2024 წლამდე მოუწევს.

1. ყველაზე მეტი წუთი ლა ლიგაში

ამჟამად რამოსი ლა ლიგაში ნათამაშები წუთების მიხედვით მეხუთე ადგილზეა , მან უკვე 43900 წუთი ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში , 99 წუთით ნაკლები ვიდრე რაულმა , მის წინ კი კასილასი (45,684) , ფრანცისკო ბუიო (48,717) და ზუბისარეტა (55,746) არიან, სერხიოს ორი სრული სეზონის ჩატარება სჭირდება ამ რეკორდის დასამხობად.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა