ზინედინ ზიდანი კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა

image


მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა NBA-ის ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა.

ვერტმფრენის ბორტზე ყოფილი კალათბურთელი თავის 13 წლის ქალიშვილთან ერთად და კიდევ 7 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. 26 იანვარს, კალიფორნიაში მომხდარ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრანგმა სპეციალისტმა მწუხარება გამოთქვა.

"ეს საშინელებაა. შემზარავი ამბავია. ამ სიახლემ მთელი სპორტის სამყარო და თითოეული ჩვენგანი შოკში ჩააგდო. სიტყვები არ მყოფნის. შეძრულნი ვართ ამ ტრაგედიით. ძალიან ვწუხვართ." - ნათქვამია L'Equipe-ს მიერ გამოქვეყნებულ ზიდანის ინტერვიუში.

ბრაიანტის გარდაცვალებას მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები და გუნდები გამოეხმაურნენ, რომელთაც მომხდარის გამო დიდი მწუხარება ემოციურად გამოხატეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა