ტონი კროოსი - ფეხბურთელები მარიონეტები არიან

image


გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გააკრიტიკა უეფა და ფიფა ტოპ-გუნდებისთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო.

"ამ სიტუაციაში მოთამაშეები - მხოლოდ ფიფასა და უეფას მარიონეტები არიან. იგონებენ ახალ ტურნირებს, მაგრამ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან.

რომ არსებობდეს ფეხბურთელთა პროფკავშირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, ჩვენ არ ვითამაშებდით ერთა ლიგაზე, არ ჩავატარებდით ესპანეთის სუპერთასის მატჩებს საუდის არაბეთში და არ მოვემზადებოდით კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის 20 გუნდამდე გაზრდისთვის.

მთელი ეს სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა რესურსი გამოვწუროთ ტურნირებიდან, მოთამაშეები კი ფიზიკურ ზღვრამდე მივიყვანოთ. ევროპული სუპერლიგა? ხანდახან უმჯობესია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის", - განაცხადა კროოსმა AP-სთვის მიცემულ კომენტარში.

წყარო: lelo.ge





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება