"პერესის ნაცვლად დამნიშნეთ და "რეალში" 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავს გადმოვიყვან!"

image


"ვალენსიას" საკალათბურთო გუნდის ყოფილმა პრეზიდენტმა და "რეალის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვისენტე ბოლუდამ მადრიდის "რეალის" მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მას ფლორენტინო პერესის ჩანაცვლება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა "მარკა".

ბოლუდას თქმით, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მადრიდის "რეალს" სამომავლოდ არ გაუჭირდეს, აღარაფერი დასჭირდეს და სრულიად უზრუნველყოფილი იყოს. ბოლუდამ საჯაროდ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მას "სამეფო კლუბის" პრეზიდენტად მართლაც აირჩევებენ, იგი "ბლანკოსში" 3 მსოფლიო დონის ვარსკვლავ ფეხბურთელს დაიმატებს.

რამონ კალდერონის "რეალის" სათავეში ყოფნის პერიოდში, ბოლუდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იგი "გალაქტიკოსის" მენეჯმენტში 2009 წლის 16 იანვრიდან 1 ივნისამდე მუშაობდა. ბოლუდას კარიერა "რეალში" მაშინ დასრულდა, როდესაც კლუბის პრეზიდენტად იმავე წელს ფლორენტინო პერესი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს გაიმართება და ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ 64 წლის ბოლუდა იქნება.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა