კრიშტიანუ რონალდუმ მარსელოზე ისაუბრა

image


ყველას კარგად მოეხსენება, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მარსელო კარგი მეგობრები არიან. ფეხბურთელები როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ.

მას შემდეგ რაც კრიშტიანუმ "რეალი" დატოვა, ევროპული გამოცემები უკვე მეორე წელია აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბრაზილიელს კვლავ რონალდუსთან ერთად სურს თამაში.

ბოლო დროს "რეალში" მარსელოს პოზიციები შესუსტა, მიუხედავად იმის, რომ ბრაზილიელს ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ფრანგი სპეციალისტი მნიშვნელოვან შეხვედრებში უპირატესობას მენდის ანიჭებს და მარსელოს სათადარიგო სკამზე ტოვებს.

აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე კვლავ განახლდა ხმები, რომ მარცხენა მცველმა შესაძლოა გუნდი შეიცვალოს, ამ თემას კრიშტიანუ რონალდუც გამოეხმაურა.

"ვოცნებობ, რომ მარსელო ჩემი თანაგუნდელი გახდეს, მაგრამ არა მგონია "რეალმა" ის გაუშვას, რადგან ის 21-ე საუკუნის საუკეთესო მარცხენა მცველია"- აცხადებს კრიშტიანუ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარები 1

apyxu
apyxu 12 თებერვალი 2020 00:58

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა